გასულ კვირას სოციალურ ქსელებში ახალი ინტერნეტ-ჰიტი გამოჩნდა. ამჯერად ინტერნეტსივრცე დაიპყრო სელფშოტებმა, რომლებზეც ავტორებს სახეზე პლასტირი, ე.წ. სკოჩი აქვთ შემოკრული.
იდეის ავტორი 21 წლის ლიზი დარლია. გოგონა შთააგონა ფილმმა - "ყოველთვის თქვი, დიახ", რომელშიც ჯიმ ქერი მონაწილეობს.
"წარუმატებელი დღე მქონდა და გამახსენდა სცენა ამ ფილმიდან, რომელმაც მე ოდესღაც გამახალისა. ადამიანები დაიღალნენ უბრალო ფოტოების გადაღებით და მოვიფიქრე ასეთი რამ", - წერს ლიზი "ფეისბუქის" გვერდზე. მის ფოტოს უკვე 50 000 ლაიქი აქვს.
გოგონას მალე სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც მიბაძეს და საკუთარ "ფეისბუქ" გვერდებზე უცნაური სელფების ატვირთვა დაიწყეს.
იხილეთ ფოტოგალერეა