რუსული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მოდური სახე, A'Studio-ს ქართველი სოლისტი თავისი იმიჯით მუდმივად აოცებს თაყვანისმცემლებს.
25 ივლისს იურმალაში ალა პუგაჩოვას შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელზეც A'Studio-ც იყო მიწვეული. ქეთა თოფურიას ჩაცმულობამ ამჯერად ნამდვილად ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ქეთა თოფურია მეგობარი დიზაინერების - ბესარიონისა და ალექსანდრე არუთუნოვის ტანისამოსს ანიჭებს უპირატესობას.
"ახალი ტალღა 2014"-ის სცენაზე ამჯერად მან ექსტრავაგანტური იმიჯი აირჩია. ქართველი მომღერალი სცენაზე თითქმის მკერდმოშიშვლებული გამოვიდა: ტყავის შავი ბიუსტჰალტერი და გრძელი შავი ქვედაბოლო ეცვა.
საღამოს წამყვანმა მაქსიმ გალკინმა ქეთას ძალიან უცნაური ვარცხნილობა "ვეშაპის კუდს" შეადარა. დანარჩენი ვიდეოში თავად ნახეთ...
იხილეთ ვიდეო