როგორც წესი, ამა თუ იმ პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვა ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი მედიასაშუალების ყურადღების ცენტრშია.
ფოტოგრაფები და ოპერატორები მაქსიმალურად იხარჯებიან, რომ პირველი პირების ოჯახის წევრების ცხოვრების ამსახველი რაიმე კადრები დააფიქსირონ, მაგრამ საქართველოში ამგვარი ძალისხმევა მედიას არ სჭირდება, რადგან საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი თავადვე, მისივე ნებითა და სურვილით აქვეყნებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო თუ ფოტომასალას, მათ შორის ისეთსაც, რომესაც საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვება ხოლმე.
მისი ქმედებების გამო ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ ანა, არამედ მისი მეგობარი ბიჭებიც ექცევიან ხოლმე.
სრულად იხილეთ: ambebi.ge