პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "პალიტრა მედიის" თანამშრომლის, თამთა ასლანიშვილის გამოწვევას იღებს და "წყლის გადასხმის აქციას" უერთდება.
ამის შესახებ პრემიერის ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. სწორედ "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა ცხარე კამათი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ნათია ლაზაშვილს შორის. გთავაზობთ დიალოგს:
ნანუკა ჟორჟოლიანი: არა. ეს არ არის გამოწვევის მიღება. 100$ უნდა გადაერიცხა არა სოლიდარობაში! არამედ იქ, სადაც მსოფლიო რიცხავს. რაც შეეხება სოლიდარობას! კარგი იდეაა, მაგრამ სხვის მოფიქრებულ აქციაზე მიბმა ტეხავს!
ნათია ლაზაშვილი: ნანუკა, ჩემო კარგო, როგორც ჩანს, არ გესმის ამ კამპანიის არსი, ეს არის ქველმოქმედების და ადამიანებს შორის სოლიდარობის კამპანია, რომელიც ე.წ. ვირუსული ფორმით ვრცელდება და ამიტომაც სხვადასხვა ფორმებს იძენს.
ვედროთი წყლის გადასხმა ამ აქციის აუცილებელი პირობა არაა, ისევე, როგორც არც ნოტარიუსთან დამტკიცებული წესები არ დაუდგენია ვინმეს. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის გადაურიცხავ თანხას, არამედ ის, რომ დაეხმარო მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
იხილეთ სრულად: ambebi.ge