დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის პოლიტპატიმარ მიშა მესხის და მომღერალ სოფო ბედიას სიყვარულის შესახებ გახდა ცნობილი, მაგრამ მათ სიყვარულზე უკვე ლეგენდები დადის.
ამბობენ, მიშას ძალიან უყვარს სოფო და თავის გრძნობას ყოველდღე უმტკიცებსო. დიდი სიყვარულის ნიშნად, ცოტა ხნის წინ მიშამ სოფოს მანქანა აჩუქა. ამჯერად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიშა რესტორანში, სადაც სოფო მღერის, ხშირად არის ხოლმე და თაყვანისმცემლებს მასთან ფოტოს გადაღების უფლებას არ აძლევს.
ერთ-ერთი თაყვანისმცემლის სურვილმა, რომ სოფოსთან ფოტო გადაეღო, თურმე მიშა ისე გააღიზიანა, რომ საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. ამბის გადასამოწმებლად მიშა მესხს დავურეკეთ.
იხილეთ სრულად: reitingi.ge