ჰაკერებმა რიანას პირადი ტელეფონიდან შიშველი ფოტოები გაასაჯაროეს - Marao

ჰაკერებმა რიანას პირადი ტელეფონიდან შიშველი ფოტოები გაასაჯაროეს

2014-09-25 14:20:37+04:00

ცოტა ხნის წინ ჰაკერებმა ჰოლივუდის ვარსკვლავების ტელეფონები გატეხეს და მათი ინტიმური ფოტოები ინტერნეტით გაავრცელეს.
იხილეთ ფოტოგალერეა

არ გასულა ერთი თვეც, რომ ახლა სხვა ვარსკვლავები გახდნენ ჰაკერების მსხვერპლნი.

ჯენიფერ ლოურენსის, არიანა გრანდის, კირსტენ დანსტის, სელენა გომესისა და ავრილ ლავინის ტელეფონებიდან ინტიმური ფოტოების გავრცელების შემდეგ სოციალური ქსელების განსჯის საგანი გახდა კიმ კარდაშიანი და უკრაინელი მოკრივის საცოლე, ჰაიდენ პანეტიერი. (იხ. ფოტო)

ხოლო ამჯერად კი არ გაუმართლა რიანას. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ამერიკელი მომღერალი სახლიდანაც, ფაქტობრივად, შიშველი გამოდის, მის პირად ფოტოებს, რომლებიც ჰაკერებმა გაავრცელეს, შეგვიძლია მოკრძალებული ვუწოდოთ.

თუ ვარსკვლავი ქალების უმეტესობა შიშველ ფოტოებს საკუთარი სხეული ტკბობის პროცესში, ე.წ. სელფის სახით იღებს, რიანას შემთხვევაში აშკარად ჩანს, - ის საკუთარი შიშველი სხეულის სრულფასოვან ფოტოებს იღებს.

პრესისთვის ჯერჯერობით უცნობია ჰაკერების ვინაობა. ასე რომ, სავსებით მოსალოდნელია, რომ ინტერნეტში კვლავ გაჩნდება სხვადასხვა ვარსკვლავის თამამი ფოტოები.

იხილეთ ფოტოგალერეა