ინტერნეტმომხმარებელმა ლევან კალანდიამ YouTube-ზე გამოაქვეყნა მუსიკალური კლიპი, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული მსახიობის, კოტე თოლორდავას ხსოვნას ეძღვნება.
ლუის არმსტრონგის ჰიტზე, what a wonderful world გადაღებულ კლიპში შოუ "ორი ვარსკვლავის" მონაწილეები - მომღერლები და ქართული შოუბიზნესის ცნობილი სახეები მონაწილეობენ.
გამოყენებულია კადრები არქივიდან კოტე თოლორდავას მონაწილეობით. ამ სიმღერას "ორი ვარსკვლავის" წინა სეზონში თავად მსახიობი მომღერალ ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა.
იხილეთ ვიდეო