დიდი ხანი არ არის, რაც 29 წლის სუპერმოდელ ირინა შეიკისა და 40 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრედლი კუპერის საიდუმლო რომანზე ლაპარაკობენ.
ცეცხლი ნაპერწკლის გარეშე არ არსებობს და მართალიც აღმოჩნდა. დასავლური პრესა უკვე აქვეყნებს წყვილის პაპარაცულ ფოტოებს, სადაც აშკარად ჩანს, რომ მათ რომანი აქვთ.
ჯერ იყო და ერთმანეთთან მოფლირტავე წყვილი White House Correspondents’Dinner-ზე შენიშნეს, ახლა კი, როგორც ამერიკული პორტალი PageSix იტყობინება, რიანას საღამოზე კუპერი და შეიკი ერთმანეთს გვერდიდან არ სცილდებოდნენ. სწორედ აქ გამოიჭირეს ისინი პაპარაცებმა.
როგორც ამბობენ, წყვილი ერთმანეთის მიმართ არასოდეს ყოფილა გულგრილი, თუმცა ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს არ აძლევდნენ, რადგან არც ერთი იყო თავისუფალი და არც მეორე: ირინა ცნობილ ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუს ხვდებოდა, ხოლო ბრედლი ახალგაზრდა სუკი უოტერჰაუსთან ოჯახის შექმნაზე ოცნებობდა.
ახლა კი, როცა ორივე თავისუფალია, მოდელმა და მსახიობმა ვეღარ გაუძლეს ცდუნებას. როგორც ამბობენ, რირის წვეულებაზე მთელი ღამით კარაოკეს ოთახში იყვნენ განმარტოებულნი, ხოლო დილით ღამის კლუბი ერთად დატოვეს.
ასევე იხილეთ:
ვისში გაცვალა კრიშტიანუ რონალდუმ ირინა შეიკი? (+ფოტო)