მართალია, ყვითელი ძაღლის წელი 2018 წლის თებერვლიდან შევა ძალაში, მაგრამ მისი ტენდენციების გათვალისწინება უკვე ამ წლის მიწურულიდანვე იქნება უპრიანი.
განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პირად და სასიყვარულო კავშირებს. იმიტომ, რომ ძაღლის წელს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, რეალურად მოაქვს პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების რეალური შანსი და შესაძლებლობა. მთავარი პირობა კი ამ მხრივ არის ის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული უნდა ვიყოთ საკუთარ გრძნობებსა და დამოკიდებულებაში საყვარელი ადამიანების მისამართით. ძაღლი ბუნებით მართალი, პირდაპირი და ერთგულია. იგი მთელი ძალით იცავს საკუთარ ოჯახს, ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს. შესაბამისად, ამ წელს თქვენც არანაკლები შემართებით უნდა შეგეძლოთ საკუთარ გრძნობებზე პასუხის აღება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია, პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოგეჩვენოთ, თუმცა აჯობებს, კარგად გაარკვიოთ მისი ასეთი ქცევის მოტივები.
კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. გეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მოგეცემათ, დაიწყოთ თავბრუდამხვევი რომანი.
ტყუპს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას ჰპირდება. შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდით, თქვენ მიმართ სულ სხვანაირადაა განწყობილი.
კირჩხიბებს 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელით. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დაგჭირდეთ ძვირფასი ადამიანის გამო.
ლომებს 2018 წელს ვარსკვლავები ურჩევენ, დიდი სიფრთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტიურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს თქვენს გულწრფელ გრძნობებს.
ქალწულების დიდი ნაწილისთვის 2018 წელი მსუბუქი, სამსახურებრივი რომანების წელი იქნება. შესაძლოა, ამის მიზეზი ისიც არის, რომ ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული კავშირებისთვის.
სასწორების დიდ ნაწილს 2018 წელს დიდი სიყვარულის ძიების სურვილი შემოუტევს, თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, არჩევანი გულის კი არა, გონების კარნახით გააკეთოთ. ნუ ეძებთ პრინცს ან პრინცესას. თქვენ გარშემო არაერთი, რეალური თაყვანისმცემელი იქნება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას დიდი სიამოვნებით მოინდომებს. გაგრძელება
ექსკლუზიური ქალთა ჰოროსკოპი, ანუ რა ელით ქალებს 2018 წელს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
როგორი იქნება ძაღლის წელი და რომელი პროფესიის ადამიანებს გაუმართლებთ დამდეგ 2018 წელს ყველაზე მეტად
<div></div>