ზრდილობა და ეტიკეტი მუდამ მოდაშია. ეცადეთ, არ დაარღვით ეს 7 წესი.
1. ლიფტში
ლიფტში პირველი ქალი უნდა შევიდეს. ნუ დაუთმობთ გზას მამაკაცს. გამოსვლისას კი პირველი გამოდის ის, ვინც კართან ახლოს დგას.
2. დაცემინებისას
ახლობლებს შეგიძლიათ უთხრათ: "ჯანმრთელობა", "გახარება", მაგრამ უცხომ თუ დააცემინა, თითქოს ვერ გაიგეთ, არაფერი მიაძახოთ. თუ საჭიროება მოითხოვს, დელიკატურად შეგიძლიათ მიაწოდოთ ხელსახოცი.
3. თინეიჯერს მიმართეთ თქვენობით
ნებისმიერ მოზარდს, რომელიც 12 წლის ზევითაა, მიმართეთ თქვენობითი ფორმით. ეს წესია, რომელიც არ უნდა დაარღვიოთ.
4. დახველებისას პირზე მარცხენა ხელი მიიფარეთ
რადგან მარჯვენა ხელი "სოციალურია". ის შეხვედრისას ან ნაცნობობისას უნდა გაუწოდოთ ადამიანს და სასურველია, მასზე მიკრობები არ იყოს.
5. პილპილი და მარილი
სუფრაზე თუ მარილი გთხოვეს, პილპილიც უნდა მიაწოდოთ, ეს წესია.
6. ჭიქის მორევა
არავითარ შემთხვევაში არ მოურიოთ ჩაის ან ყავას წრიულად, განსაკუთრებით, ხმაურით. მხოლოდ წინ და უკან. თანაც, შაქარი ასე უფრო მალე გადნება.
7. მილოცვა
ქორწილში მილოცვა მხოლოდ სიძისთვის შეგიძლიათ. მან გადადგა დაქორწინების ნაბიჯი, მოიპოვა სასურველ ქალზე დაქორწინების ბედნიერება. ამიტომ მილოცვაც მხოლოდ მას ეკუთვნის.