1. დაიწყე დღე მადლობით ყველაფერ იმისთვის, რაც გაქვს.
2. ადექი ადრე (5-6 საათზე);
3. სვი ბევრი წყალი (1,5–3 ლიტრი დღეში);
4. მიიღე კონტრასტული შხაპი.
5. დაგეგმე შენი დღე;
6. დაისახე მიზნები, მაგრამ ნუ ჩაიციკლები მათზე.
7. აპატიე, აპატიე, აპატიე მეგობრებს და მტრებს. ჩვენ არ ვართ სრულყოფილები, ამიტომაც აპატიე
სხვებს მათი არასრულყოფილება;
8. გაატარე დღეში მინიმუმ 15 წუთი სუფთა ჰაერზე.
9. ნუ დალევ წყალს ჭამის დასრულებისთანავე.
10. მოერიდე უარყოფით გარემოს.
11. თუ მაინც მოხვდი უარყოფით საზოგადოებაში, ისწავლე აქედან, როგორი არ უნდა იყო.
12. იყავი ერთგული შენი ოცნების.
13. შემოიკრიბე ირგვლივ ღირსეული ადამიანები, რომლებიც შენს რეალიზებას შეუწყობენ ხელს.
14. დაკავდი სპორტით ყოველდღე.
15. კრიზისულ პერიოდებში შეასრულე პროგრამა-მინიმუმი.
16. ისწავლე ისეთი პროფესიონალისგან, რომელიც დააჩქარებს შენს პროფესიონალურ ზრდას.
17. იმუშავე სიამოვნებით.
18. თუ სამუშაო არ მოგწონს, მაგრამ ის აუცილებელია შენი ზრდისთვის, გააგრძელე მისი შესრულება.
19. თუ სამუშაო არ მოგწონს და ის მიზანთანაც არ გაახლოებს, მოეშვი.
20. ირწმუნე საკუთარი თავის.
21. ღრმად ისუნთქე რაც შეიძლება ხშირად დღის განმავლობაში.
22. ილოცე ან ჩაატარე მედიტაციები ყოველდღე, განიწმინდე სული.
23. რეგულარულად განაახლე საყვარელი სიმღერების ფლეილისტი, უსმინე მათ, როცა ენერგია დაგჭირდება.
24. მოძებნე საუკეთესო მასწავლებლები ცხოვრების ყველა სფეროში და ისწავლე მათგან.
25. შემოსავლის 10% ქველმოქმედებაში ჩადე.
26. ნუ დაიშურებ საქებარ სიტყვებს, განსაკუთრებით, შენი ახლობლებისთვის.
27. იყავი ემოციური შექებისას და თავშეკავებული კრიტიკისას.
28. დაიმახსოვრე: რაც უნდა კარგ საქმეს აკეთებდე, ვიღაც მაინც დარჩება უკმაყოფილო. ეს გარდაუვალია.
29. წარმატებისას იყავი მადლობელი გამარჯვებისთვის, ხოლო დამარცხებისას – გამოცდილებისთვის.
30. იყავი ხანდახან ბავშვი, მიეცი თავს უფლება, იცელქო.
31. დაიმახსოვრე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში უნდა გააკეთო.
32. გამოიყენე რაც შეიძლება ხშირად პრინციპი "ორი ერთში" (მაგალითად, ერთდროულად ივარჯიშე და მოუსმინე აუდიოწიგნს ან აკეთე სახლის საქმეები და უყურე მოტივირებულ ვიდეოს).
33. იმისათვის, რომ სამუშაოსგან სიამოვნება მიიღო, იფიქრე მხოლოდ საქმის შედეგზე და არა იმაზე, რამდენ ფულს გამოიმუშავებ შედეგად.
34. წაიწიე წინ, ნუ შეგეშინდება წინააღმდეგობების.
35. დაიმახსოვრე: იმისათვის, რომ მიაღწიო ოსტატობას ნებისმიერ საქმეში, საჭიროა, დაუღალავი შრომის მინიმუმ 10 ათასი საათი.
36. პატარ-პატარა, ყოველდღიურ წინსვლას მასშტაბური წარმატებისკენ მიყავხარ.
37. მიესალმე ადამიანებს პირველი და გაუღიმე მათ. მხოლოდ ძლიერ და წარმატებულ ადამიანს შეუძლია პირველმა გამოხატოს კეთილგანწყობა.
38. ერთადერთი ღირსეული სტანდარტია – იყო საუკეთესო.
39. დელიკატურად დაემშვიდობე იმ ადამიანებს, რომლებიც შენი პოტენციალის რეალიზაციას ხელს უშლიან.
40. თუ ესენი შენი ნათესავები არიან, გიყვარდეს ისინი ისეთები, როგორებიც არიან. ისინი, სავარაუდოდ, აღარ შეიცვლებიან.
41. და საერთოდაც, ნურავის შეცვლას ეცდები.
42. შთაგონება მოდის სწორი ცხოვრების წესის შედეგად.
43. რაც უფრო ცუდია კვება და რაც ნაკლებია მოძრაობა, მით მცირეა სურვილი და შემართება სამუშაოს შესრულებისას.
44. იყავი "ლიფტი" გარშემომყოფებისთვის, აიყვანე ისინი მაღლა.
45. მიუდექი კრიტიკოსებს გაგებით. ეს არარეალიზებული ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ მეტი სიამოვნება, ვიდრე გამოთქვან თავიანთი უკმაყოფილება.
46. თუ კრიტიკოსს აქვს კვალიფიკაცია და სუფთა გულით გაკრიტიკებს, დაუმეგობრდი მას.
47. ის, რაც შენ უკან არის და რაც წინ გელის - სარკისებური ანარეკლია იმისა, რაც გაგაჩნია დღეს ცხოვრებაში.
48. მოტივაცია შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ ის არ გაქვს, მაშინ ამის ორი მიზეზი არსებობს: ან ენერგია არ გაქვს, ან იმ საქმით არ ხარ დაკავებული.
49. არასოდეს მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცუდ ხასიათზე. ჯერ დამშვიდდი, მოდი ხასიათზე და შემდეგ გადაწყვიტე.
50. დღეში მხოლოდ 2 საათი დაუთმე სოციალურ ქსელებს.
51. სიტყვა შთააგონებს და სიტყვა ანგრევს. ამიტომაც აირჩიე ის სიფრთხილითა და სიყვარულით.
52. გიყვარდეს ადამიანი – ნიშნავს, დაეხმარო საკუთარი თავის რეალიზებაში. თუნდაც ეს შენი საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ ხდებოდეს.
53. დატკბი მარტოობით.
54. არასოდეს არის გვიან დაიწყო ახალი საქმე, დანერგო ახალი ჩვევა და ჰობი. არასოდეს შეწყვიტო იმის ძიება, რომ გააფართოო შენი სამყარო.
55. იმის შესაძლებლობა და უნარი, შთააგონო სხვა საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში – ღვთისგან ბოძებული უმაღლესი ნიჭია.
56. აწარმოე წარმატების დღიური, განსაკუთრებით იმ კატეგორიებში, რომლებშიც ყველაზე ხშირად მუშაობ.
57. შეასრულე დაპირებები და არასოდეს დაპირდე იმას, რის შესრულებაშიც 100%-ით არ ხარ დარწმუნებული.
58. მოერიდე ჭორებს.
59. არ გამოგრჩეს პოლიტიკური და ეკონომიკური სიახლეები, განვითარდი სფერობრივად.
60. მაგრამ დაიმახსოვრე, ცხოვრების აზრი სხვა რამეშია – ცივილიზაციის კანონების სიღრმისეულ წვდომასა და მათ შესრულებაში. ეს მიგიყვანს ბედნიერებისკენ.
61. "აქტიურებსა და ჭკვიანებს შორის აქტიურები იმარჯვებენ, ხოლო აქტიურებს შორის – ყველაზე ჭკვიანები არიან" - შეუთავსე ჭკუა აქტივობას.
62. გააანალიზე ყოველი მნიშვნელოვანი მოვლენა შენს ცხოვრებაში. რა გაკვეთილი მიიღე აქედან?
63. მოეშვი იმის კეთებას, რაც შენს განვითარებას არ უწყობს ხელს.
64. მიირთვი რაც შეიძლება მეტი გამწმენდი პროდუქტები (უმი ბოსტნეული) და სასარგებლო ცხიმები (ავოკადო, მცენარეული ზეთები და სხვა...)
65. ნუ განსჯი სხვის წარუმატებლობას!