ვაშლის ძმარი ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ყოველი დიასახლისის სამზარეულოში მოიპოვება. მას გამოყენების ფართო სპექტრი აქვს, გამწმენდი საშუალებიდან - საკვებ ინგრედიენტამდე.
მისი, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენება სასარგებლოა. ძმრის უპირატესობების ყველაზე ეფექტური გამოყენება გახლავთ მისი მიღება დილით, უზმოზე. ეფექტი - წონაში საგრძნობლად დაკლება.
აი, კიდევ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ვაშლის ძმრის გამოყენება
* გააჩნია ძლიერი ანტივირუსული თვისებები
* გამოიყენება უამრავი ინფექციური დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით
* ეხმარება საკვების მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას ღვიძლიდან
* მდიდარია კალიუმით
* კალიუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც პასუხისმგებელია გულისა და კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებაზე
* არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობასა და წნევას
* აღადგენს рН ბალანსს
* ხელს უწყობს წონაში კლებას
მიირთვით უზმოზე ჭიქა წყალში გახსნილი ვაშლის ძმარი
* ათეთრებს და ამაგრებს კბილებს
* გამოივლეთ ვაშლის ძმარი პირის ღრუში რეგულარულად
* მატებს თმას მოცულობასა და ბრწყინვალებას
* თავის დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე ვაშლის ძმარი, კვირაში ერთხელ
* აცილებს ჩალურჯებებს, ეხმარება მზის დამწვრობისას
* წაისვით კანზე ვაშლის ძმარში ჩამბალი პირსახოცი. ეს დაგეხმარებათ ტკივილებისა და დისკომფორტის მოხსნაში
* ამშვიდებს კანს და კურნავს ლაქებს
* ასაკობრივი ლაქების მოსაშორებლად, ძმარში ჩამბალი ბამბა წაისვით პრობლემურ ადგილებზე. გაიმეორეთ პროცედურა დილა-საღამოს.