წლებია, სერიალები დიასახლისების გართობისა და განხილვის საგანია. ქართველი მაყურებელი ჯერ "ტელემონდოს" პროდუქციით იყო გატაცებული, ახლა კი ის თურქული სერიალებით ჩაანაცვლა.
მათი განსაკუთრებული სიმპათია ჩამოთვლილმა 5-მა სერიალმა დაიმსახურა.
ქუზეი და გუნეი - ორი რადიკალურად განსხვავებული ძმის განსხვავებული ცხოვრების სტილზე მოგვითხრობს. მაყურებელი ერთს გულცივ, კარიერისტ ახალგაზრდად აღიქვამს, მეორეს კი - მშრომელ, მეგობრულ პერსონაჟად. მათი დაპირისპირებები, იმედგაცრუება, სიყვარული და ზოგადად, ცხოვრება, გულგრილს ვერავის ტოვებს.
აკრძალული სიყვარული - ცოლის სიკვდილის შემდეგ ადრანი უარს ამბობს მდიდარი საზოგადოების წესებით ცხოვრებაზე და მარტო ზრდის ქალ–ვაჟს. ის სტამბულის ერთ–ერთ უმდიდრეს ვილაში განმარტოებით ცხოვრობს შვილებთან ერთად, თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც მშვენიერ ბეხლიულს გაიცნობს. სერიალში მოთხრობილი ისტორიები მაყურებელს თანაგრძნობით ავსებს და პერსონაჟების გულმხურვალე თაყვანისმცემლებად აქცევს.
ძმა - ორი ძმის ცხოვრების გზას მოგვითხრობს, რომლებიც წლების წინ დააშორეს, თუმცა ცხოვრება მათ გზებს კვლავ გადაკვეთს და ძმები ერთმანეთს ისევ შეხვდებიან, მაგრამ არცთუ ისე ხელსაყრელ ვითარებაში. წამოჭრილ დაბრკოლებებს მაყურებელი მათთან ერთად იმედით უმკლავდება.
სილა - ქალი, რომელსაც გათხოვებას აიძულებენ, არასასურველი ბედის თავიდან აცილებას ცდილობს.
მაღალი საზოგადოება - სერიალი, რომელშიც ბევრი საკუთარ თავს იპოვის. იგი სხვადასხვა ფენის ახალგაზრდების ისტორიებს მოგვითხრობს. კერემი შრომისმოყვარე ოჯახსა და რთულ პირობებში გაიზარდა, ჯანსუ კი, სიმდიდრის მიუხედავად, მაინც არაა ბედნიერი.