ლონდონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქალბატონმა გადაწყვიტა, გამოეთვალა კალორიების რაოდენობა, რომელიც სექსის დროს იწვება. მან მოახერხა, შეექმნა სპეციალური მოწყობილობა Bedometer-ი, რომელიც სექსის დროს კალორიებს ითვლის.
Bedometer-ი, ანუ "სექსის დროს კალორიების მრიცხველი" – გახლავთ მობილური ტელეფონის დამატებითი ფუნქცია, რომელიც სექსის დროს დახარჯულ ენერგიას ითვლის. გაჯეტი, რომელშიც ეს პროგრამაა ჩატვირთული, სექსის დროს ლოგინზე უნდა იდოს. ის აფიქსირებს მოძრაობის რაოდენობას და სექსის ხანგრძლივობას, ამის შედეგად კი ანგარიშობს დახარჯული კალორიების რაოდენობას.
ასე მაგალითად, საშუალოდ, 15-წუთიანი სექსის დროს 200 კალორია იწვება.
ამ მოწყობილობის შექმნისთვის ბრიტანელი ქალბატონი შთააგონა საყვარელმა მამაკაცმა, რომელსაც სპორტდარბაზში სიარული ეზარებოდა და ზედმეტი წონის მოშორებაზე არ ზრუნავდა.