ნესვისა და საზამთროს დიეტა – კვირაში მინუს 4 კგ

ნესვისა და საზამთროს დიეტა – კვირაში მინუს 4 კგ
ნესვისა და საზამთროს სეზონი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დიეტა დავიცვათ.
როგორც უკვე მიხვდით, დიეტის მთავარი ინგრედიენტები – ნესვი და საზამთროა.
ამ დიეტით არა მხოლოდ მარტივად გათავისუფლდებით ზედმეტი კილოგრამებისგან, არამედ მოიწესრიგებთ ნივთიერებათა ცვლას და შეავსებთ თქვენს ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით. როგორც ნესვი, ასევე საზამთრო ძალიან მდიდარია მინერალური ნივთიერებებით, მარილებითა და ვიტამინებით.

გთავაზობთ მენიუს სამ ვარიანტს, რომელთა მონაცვლეობა თქვენი სურვილისამებრ შეგიძლიათ:


პირველი მენიუ:

საუზმეზე მივირთმევთ: 200 გრ ნესვს, რამდენიმე სუფრის კოვზ უცხიმო ხაჭოს, ერთ
ნაჭერ ჭვავის პურს.

სადილად: შეგიძლიათ მიირთვათ პატარა ნაჭერი თევზი და ნესვისა და უცხიმო ყველის სალათა (50 გრ ყველი, ცოტაოდენი ნესვი, სალათის ფურცლები, ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი), ერთი ფინჯანი უშაქრო ჩაი (მწვანე).

სამხარი: მხოლოდ და მხოლოდ 300 გრ მწიფე საზამთრო.

ვახშამი: 200 გრ მოხარშული, უცხიმო ბრინჯი, მსუბუქი კიტრისა და პომიდვრის სალათა (მარილის გარეშე) და ერთი ნაჭერი არომატული ნესვი.

მეორე მენიუ:

საუზმე: ერთი კვერცხისგან მომზადებული ომლეტი, მწვანე ჩაი და ერთი ნაჭერი საზამთრო.

სადილი: ბოსტნეულის სალათა ჭარხლის, კიტრისა და მწვანილისგან, ლიმონის წვენითა და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთისგან მომზადებული. ნახევარი კგ ნესვის რბილობი, ერთი ჭიქა ლიმონიანი წყალი.

სამხარი – მხოლოდ და მხოლოდ უცხიმო ხაჭო, დანამატების გარეშე.

ვახშამი: ერთი საშუალო ზომის ქათმის თეთრი ხორცის ნაჭერი, 2 გახუხული პური, 400 გრ საზამთრო.

მესამე მენიუ:

საუზმე: 400 გრ საზამთროს წითელი რბილობი და ერთი ჭიქა იოგურტი.

სადილი: ერთი თეფში მოხარშული ბრინჯი, ერთი ნაჭერი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, ნახევარი კგ ნესვი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

სამხარი: ერთი ნაჭერი შავი პური და ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.

ვახშამი: 250 გრ მოხარშული კარტოფილი, კიტრის, მწვანილისა და ზეითუნის ზეთისგან მომზადებული სალათა, 400 გრ საზამთრო ან ნესვი (შერეული არ შეიძლება).
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93