ლიმონი აქტიურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ასე რომ, ორ კვირაში შედეგი საოცრად გაგახარებთ.
თუმცა, თავიდანვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ლიმონის დიეტა არ შეიძლება მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები, მაღალი მჟავიანობა აქვს.
ლიმონის წვენი ხელს უშლის ცხიმებისა და ნახშირწყლების ორგანიზმში დაგროვებას. ამასთანავე, ლიმონის წვენი ეხმარება კუჭს რთულად გადასამუშავებელი საკვების მონელებაში.
სასმელი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე. თავდაპირველად, პირველ დღეს 200 მლ წყალში უნდა გახსნათ ნახევარი ლიმონის წვენი, მეორე დღეს მთლიანი ციტრუსი ჩააწუროთ, მესამე დღეს ერთ-ნახევარი, მეოთხე დღეს 2 და ა.შ. როცა მეხუთე ლიმონზე ახვალთ, ისევ უკან უნდა დაბრუნდეთ, ანუ ოთხ-ნახევარი, ოთხი, სამ-ნახევარი, სამი და ასე, სანამ ისევ 200 მლ წყალს ნახევარი ლიმონის წვენს დაუმატებთ.
ლიმონის კანი შეგიძლიათ კერძებს დაუმატოთ.
ლიმონის დიეტის დროს შეზღუდეთ შემდეგი პროდუქტების ჭამა: ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, წითელი ხორცი, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი, პური; შეამცირეთ: ალკოჰოლი, შაქარი, ტკბილეული.
კვების რაციონი უნდა გაამდიდროთ: ხილით, ბოსტნეულით, თევზით, თხილით, ქათმისა და ინდაურის ხორცით.
კერძები უნდა მოხარშოთ და არავითარ შემთხვევაში არ შეწვათ.