თქვენს წინაშეა დიეტა, რომელიც ნამდვილად დატესტილია და 100 %-ით შედეგიანი. ხუმრობით რედაქციის დიეტასაც ვეძახით, რადგან ამ მეთოდით არაერთმა ჩვენმა კოლეგამ დაიკლო წონაში.
მეთოდი კი უმარტივესია და რაც მთავარია, ფაქტობრივად არაფერს გიკრძალავთ – საჭიროა, ჭამის წინ დალიოთ 2 ჭიქა წყალი და არ დალიოთ ჭამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არანაირი სასმელი და არ ჭამოთ არაფერი.
დაიმახსოვრეთ, 2 ჭიქა წყალი და არა ნაკლები! წყლის დალევიდან 15-20 წუთში შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ. ამის შემდეგ კი, არ უნდა დალიოთ წყალი, ჩაი ან ყავა 2 საათის განმავლობაში. შუალედებში წახემსებისგანაც შეიკავეთ თავი.
თქვენი ყოველდღიური მენიუ დაახლოებით ასეთი იქნება:
საუზმე:
- 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში ისაუზმეთ, რითაც გინდათ;
- საუზმის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის განმავლობაში.
სადილი:
- დალიეთ 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში ისადილეთ, რითაც გინდათ;
- სადილის შემდეგ არ დალიოთ არაფერი 2 საათის მანძილზე;
ვახშამი:
- 2 ჭიქა წყალი;
- 15-20 წუთში მიირთვით, რაც გინდათ;
- ვახშმის შემდეგ 2 საათი არ სვამთ არაფერს;
ეს მარტივი და სასარგებლო მეთოდი ჯანმრთელად და უმტკივნეულოდ დაგაკლებინებთ წონაში, რაც მთავარია, გარანტირებულად!