ცნობილი სპორტული ინვენტარი, რგოლი – ძალიან პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, თუმცა უცნობი მიზეზების გამო ის დაივიწყეს. გასული საუკუნის შუა წლებში საბავშვო სათამაშოების მწარმოებელმა ერთ-ერთმა კომპანიამ, გამოუშვა პლასტმასის რგოლი, რომელზეც უდიდესი მოთხოვნილება გაჩნდა: პირველივე ორ თვეში ათობით მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა!
სულ მალე რგოლი, იგივე ჰულა-ჰუპი ტანმოვარჯიშეების მუდმივი ატრიბუტი გახდა, ხოლო 60-იანი წლებიდან – შინ გამოსაყენებელი ფიტნეს-აქსესუარი.
როგორ ვივარჯიშოთ ჰულაჰუპით? მარტივად და ხალისით!
სანამ ვარჯიშს დაიწყებდეთ, დაიმახსოვრე მნიშვნელოვანი წესები:
ვარჯიშის დროს ყოველთვის შეზნიქე მუცელი და დაჭიმე პრესის კუნთები.
ისუნთქე თანაბრად, არ შეიკავო სუნთქვა.
შეეცადე დააწყო ფეხების ტერფები ერთად, არ იმოძრაო, არ "ისეირნო" რგოლით.
დაიწყე 10-წუთიანი ვარჯიშით, შემდეგ თანდათანობით აიყვანე ვარჯიშის დრო ნახევარ საათამდე.
პირველი რგოლი უნდა იყოს გლუვი და მსუბუქი, მასიური ვარიანტები მასაჟორით მაშინ გამოიყენე, როცა ნახევარსაათიანი ვარჯიშის შემდეგ აღარ იგრძნობ დაღლილობას.
მზად ხარ? დავიწყეთ!
1. მარტივი ტრიალი
ატრიალე რგოლი საათის ისრის მიმართულებით 2 წუთი, შემდეგ საპირისპიროდ – ისევ 2 წუთი. ერთ-ერთი მიმართულებით ტრიალი უფრო გაგიჭირდება, ეს ნორმალურია. თუკი განსხვავება ძალიან შესამჩნევი იქნება, გადაანაწილე დატვირთვა, შეაციერე "მოსახერხებელი" ტრიალის დრო და გაზარდე "უხერხულის" დრო.
2. ჩაჯდომები
ატრიალე რგოლი საათის ისრის მიმართულებით, გადადგი მარჯვენა ფეხი ოდნავ წინ, მარცხენა – უკან. ისე რომ არ შეაჩერო ტრიალი, შეეცადე ცოტათი ჩაჯდეთ. გაიმეორე 3-ჯერ, შემდეგ შეცვალე ფეხების მდგომარეობა და რგოლის ტრიალის მიმართულება.
3. ხელები მაღლა
აწიე ხელები მაღლა, გაიჭიმე და ასე შეეცადე ატრიალო რგოლი 2-2 წუთი ორივე მიმართულებით.
4. ფეხისწვერები
რგოლის ტრიალისას აიწიე ცერებზე ნელა და დაეშვი ისევ დაბლა. 2 წუთი თითო მიმართულებით.
5. ტემპის ცვლა
ატრიალე რგოლი მაქსიმალურად სწრაფად, შემდეგ შეანელე ტრიალი მინიმუმამდე. როცა იგრძნობ, რომ რგოლი ის-ის არის ჩამოგივარდება, მოუმატე ტრიალის ტემპს და აწიე მაქსიმალურზე. გაიმეორე ციკლი 2-ჯერ თითოეული მხარესთვის.
6. სიარული
შეეცადე ატრიალო წრე და თან გადადგა ნაბიჯები წინ და უკან, მარჯვნივ და მარცხნივ ისე, რომ არ დაკარგო ტრიალის სიჩქარე და შეინარჩუნო დაჭიმული პრესი.