საზოგადოებისთვის ცნობილია ბრინჯის თვისებების შესახებ, ის წმენდს ადამიანის ორგანიზმს და ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას. ბრინჯი შეიცავს დიდი რაოდენობით "ბ" ჯგუფის ვიტამინებს.
ამ და სხვა მრავალი თვისების გამო, ძალიან გავრცელებულია ბრინჯის როგორც მკაცრი, ასევე მსუბუქი დიეტები. ამ დიეტის დაცვა საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუ გსურთ შეინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები, ვარჯიშთან ერთად ჩვენ ბრინჯის დიეტასაც გირჩევთ, რომელიც marao.ge -ს მკითხველმა გაუზიარა. ქალბატონი ირწმუნება, რომ ამ დიეტით გასაოცარ შედეგს მიაღწია.
ბრინჯის დიეტა
- მოხარშეთ ბრინჯი და მიირთვით მცირე ულუფებით, მიაყოლეთ ვაშლის წვენი. თუკი შეგაწუხებთ შიმშილის გრძნობა, შეგიძლიათ კიდევ დააყოლოთ 2-3 ვაშლი, უმჯობესია მწვანე.
- ან მიირთვით მოხარშული ბრინჯი, რამდენიც მოგესურვებათ, დააყოლეთ მწვანე ჩაი ან ბალახების ნახარში. რასაკვირველია ბრინჯი იხარშება მარილის, სანელებლების, რძის, ცხიმის გამოყენების გარეშე.
- იმისთვის რომ დიეტა მოსაბეზრებელი არ გახდეს, შეგიძლიათ ბრინჯთან ერთად მიირთვათ მოხარშული თევზი, მოხარშული ქათმის ხორცი ან ბოსტნეული, შედეგი აუცილებლად გაგახარებთ, მსგავსი დიეტით შესაძლებელია 4 დღეში 10 კილომდე დაკლება.
- გახსოვდეთ, დიეტის ამ ვარიანტის ხანგრძლივობა მხოლოდ 1-4 დღეა! ერთდღიანი განტვირთვის დღე შეგიძლიათ გაიმეოროთ კვირაში ერთხელ, ხოლო სამდღიანი დიეტა - თვეში ერთხელ.
- აქვე გაითვალისწინეთ, რომ როგორც ყველა სხვა უმარილო დიეტას, ამ დიეტასაც აქვს მინუსი - ბრინჯს ორგანიზმიდან მარილთან ერთად წყალი გამოაქვს. წონის კლება თავიდან ძირითადად წყლის კარგვის ხარჯზე მიმდინარეობს, ხოლო ცხიმი დაშლას იწყებს 10 დღის შემდეგ. როგორც კი თქვენს რაციონში ისევ გაჩნდება მარილი, წყალი მალევე აღიდგენს თავის "უფლებებს" ორგანიზმში, ამიტომ ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლებმარილიანი საკვები მიირთვათ.