ნაცადი და ეფექტური ბერძნული დიეტა- 10 პროდუქტი, რომელიც წონაშიც გაკლებინებთ და გაძლიერებთ

ნაცადი და ეფექტური ბერძნული დიეტა- 10  პროდუქტი, რომელიც წონაშიც გაკლებინებთ და გაძლიერებთ
ბერძნული დიეტის უამრავი ვერსია არსებობს, მაგრამ ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე ეფექტიანი და სასარგებლო, რადგან მასში თავმოყრილია 10 ავთენტიკური ელემენტი, რომელიც დიეტურიცაა და ამასთანავე, ორგანიზმს საჭირო ცილებით, ცხიმებითა და მიკროელემენტებით ამარაგებს. 
ბერძნული დიეტა მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს ლამაზი სხეული და იყოს ჯანმრთელი.

1. ზეითუნის ზეთი

აუმჯობესებს გულის მუშაობას, მეტაბოლიზმს. აქვეითებს შიმშილის შეგრძნებას.

2. ბერძნული იოგურტი

ცილით მდიდარი პროდუქტი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში. სასარგებლო ბაქტერიების წყალობით აუმჯობესებს ნაწლავების მიკროფლორას. აგრეთვე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზედმეტი წონის დაკლებაში.

3.
ცოცხალი ბოსტნეული


ამინომჟავების, ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების წყაროა. ცოცხალი ბოსტნეული ნებისმიერი დიეტის დროს უნდა მიირთვათ.

4. პარკოსნები

მდიდარია უჯრედისით. აუმჯობესებს ნაწლავების მუშაობას და სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას.

5. ლურჯი თევზი

არ მოგეჩვენათ. არა თეთრი, ან წითელი, არამედ ლურჯი თევზია (სარდინი, ანჩოუსი, სკუმბრია, ქაშაყი, კეფალი) მდიდარი ომეგა-3-ის სასარგებლო ცხიმებით. ის კი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. აკონტროლებს შაქრის დონეს სისხლში. ”გრძნობაზე მოჰყავს” ჰორმონები.

6. დაღერღილი ხორბლის პური


პურის ჭამა თითქმის გამორიცხულია დიეტის დროს, მაგრამ დაღერღილი მარცვლის პური სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ის ახშობს შიმშილის შეგრძნებას და ადამიანს განწყობას უუმჯობესებს.

7. მწვანილი და სანელებლები
არომატული და გემრიელი მწვანილი და სანელებლები კერძის გემოს გააუმჯობესებს. რის ხარჯზეც შეამცირებთ მარილისა და ცხიმის გამოყენებას.

8. ღვინო

ანტიოქსიდანტებითაა მდიდარი. აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. მთავარია, დაიცავთ ზომიერება.

9. ხილი

წყლისა და უჯრედისის წყალობით აქვეითებენ შიმშილის გრძნობას. შაქრის ბუნებრივი შემცველია. იმის ჩამოთვლას არ დავიწყებთ, რომ ვიტამინებით, მინერალებითა და მიკროელემენტებით არიან მდიდარნი.

10. ცხვრის ხორცი


ბერძნების საყვარელი ხორცი ცხვარია. მასში ღორთან შედარებით სამჯერ ნაკლები ცხიმია. საქონელთან შედარებით ორჯერ ნაკლები _ ქოლესტერინი. ხოლო რკინა, 30 პროცენტით მეტი. ამასთანავე, 100 გრამი ხორცი მხოლოდ 160-200 კალორიას შეიცავს.
ბერძნული დიეტის მეორე ვერსიით, ყველა პროდუქტი სამ ნაწილად უნდა იყოს გაყოფილი. პირველში შედის ის, რაც შეიძლება ყოველდღე მივირთვათ. მეორეში 1-4-ჯერ კვირაში, მესამეში _ არაუმეტეს სამისა თვეში.

პირველი ჯგუფი:

  • ხილი;
  • ბოსტნეული;
  • მაკარონი (დღის პირველ ნახევარში);
  • პარკოსნები;
  • ფაფები (წიწიბურა, ბრინჯი);
  • დაღერღილი მარცვლიეულის პური;
  • ღვინო (არაუმეტეს 2 ჭიქისა დღეში);
  • ყველი, ბერძნული იოგურტი, რძე;
  • გოგრის თესლები;
  • ზეითუნის ზეთი;
  • თხილი და ნიგოზი.

მეორე ჯგუფი:

  • თევზი და ზღვის პროდუქტები;
  • კვერცხი;
  • ტკბილეული.


მესამე ჯგუფი:
  • უცხიმო ხორცი;
  • ფრინველის ხორცი.
ის, რაც შეიძლება შეიჭამოს უმი, უმადვე მიირთვით. მოერიდეთ შემწვარ პროდუქტს. უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულს, ორთქლზე მომზადებულს ან მოთუშულს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 12 /
SS
ყველაზე ეფექტური გერმანული დიეტა არის. 100%-ან შედეგს იძლევა. აუშვიცში იყენებდნენ.
11:23 / 25-10-2016
გამოხმაურება / 0 /
მეთევზე
ლურჯი თევზი კი ყვირილაში იჭირება ბერძნული ბადით
22:19 / 22-09-2015
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93