განტვირთვის დღეები – საუკეთესო მეთოდია ორგანიზმის გასაწმენდად, რამდენიმე კილოგრამის სწრაფად დასაკლებად და სიმსუბუქის შესაგრძნებად! მთავარია, ეს ჭკუით და ძალდაუტანებლად გააკეთოთ. მოდი, გავარკვიოთ, რა წესების დაცვაა საჭირო განტვირთვის დღეებში და რომელი ექსპრეს-დიეტების დაცვაა საუკეთესო.
განტვირთვის დღეების არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმაზე ნაკლებ კალორიებს იღებ, ვიდრე ხარჯავ. ამის ხარჯზე "იქოქება" ნივთიერებათა ცვლა, ორგნიზმი ცოტა ხნით სტრესულ სიტუაციში ვარდება და იწყებს ენერგიის მოკრეფას ცხიმის მარაგიდან.
გარდა ამისა, განტვირთვის დღეების მოწყობა კარგია მაშინ, როცა ზედმეტი საკვების მიღება მოგიწია. ერთი ასეთი მკაცრი დღის შემდეგ 3,5 კგ-მდე დაკლებაა შესაძლებელი – საოცარია, არა?
მთავარი აქ სიფრთხილის დაცვაა: განტვირთვის დღე არ უნდა მეორდებოდეს თვეში 2-ზე მეტად. თუკი დიდი ხნის მანძილზე არ ჭამ ნორმალურად, ეს უკვე შიმშილია, რაც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.
მაშ ასე, გთავაზობთ განტვირთვის დღეების 5 სცენარს:
ვაშლის დღე
ახლა ზუსტად ამის სეზონია! შენი მენიუ მთელი დღის განმავლობაში შედგება 1,5 კგ ვაშლისგან, მაგრამ არა ძალიან ტკბილი (წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმი მიიღებს ზედმეტ შაქარს – ფრუქტოზას, რაც მაშინვე ცხიმად იქცევა) და უნდა დალიო 2 ლიტრი წყალი. სულ ეს არის! ეს მოკლევადიანი დიეტა ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთის – ორგანიზმი შეძლებს გამოდევნოს ყველაფერი ზედმეტი, შედეგად კი გაჯერდეს რკინითა და ვიტამინებით A, B1, B2, B6 და C.
ხაჭოს დღე
ხაჭოს განტვირთვის დღე ძალიან კარგია ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ – ორგანიზმი დიდი რაოდენობის ცილას მიიღებს. თუმცა, თუკი სპორტით არ ხარ დაკავებული, მაგრამ ძალიან გიყვარს ხაჭო და შეგიძლია, მთელი დღე მასზე გადახვიდე, ეს ვარიანტი შესანიშნავია.
შეგიძლია მთელი დღის განმავლობაში 600 გ ნაკლებცხიმიანი (და არა უცხიმო) ხაჭოს მირთმევა, ასევე მასში დაამატო ერთი მუჭა კენკრა. რა თქმა უნდა, პარალელურად უნდა სვა – არანაკლებ 2 ლიტრი წყლისა.
კეფირის დღე
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გაქვს? მაშინ კეფირის განტვირთვის დღე ზუსტად შენთვისაა.
დღეში აუცილებლად უნდა მიიღო 1,2 – 2 ლიტრი კეფირი. პროდუქტის ცხიმიანობა შეგიძლია ცვალო – მაგალითად, ჯერ დალიო ერთი ჭიქა ერთპროცენტიანი კეფირი, შემდეგ – 2,5 %-იანი და ასე შემდეგ... დასაშვებია ასევე ბალახის ჩაი, ასკილის ნაყენი და რა თქმა უნდა, წყალი.
წიწიბურას დღე
წიწიბურა – ეს ნელი ნახშირწყლებია, რომლებიც შესანიშნავად გადამუშავდება და მისი მიღებისას არ იმატებ წონაში. განტვირთვის დღისთვის წიწიბურა არ უნდა მოხარშო – უბრალოდ წინასწარ დაასხა ადუღებული წყალი და გააჩერო მთელი ღამით.
ექსპრეს-დიეტის დროს შეგიძლია მიირთვა თითო ჭიქა წიწიბურა ყოველ 2-3 საათში ერთხე. მარილის, შაქრის და რა თქმა უნდა, ცხიმის გარეშე.
ექსტრემალური დღე ნაომი კემპბელისგან
განტვირთვის დღის საკუთარი რეცეპტი აქვს ტოპ-მოდელს ნაომი კემპბელს. ვარსკვლავი მას ჩვენების წინ იცავს ხოლმე და ხანდახან 5 დღე ასეთი ექსტრემალურ რეჟიმში ცხოვრობს, მაგრამ ჩვენ გაფრთხილებთ, რომ არ ჩაატაროთ მსგავსი ექსპერიმენტი და კვირაში მხოლოდ 1 დღე დაიცვათ ეს დიეტა.
მაშ ასე, მოდელი სვამს ნატურალურ ლიმონათს, რომელიც მომზადებულია წყლის, ლიმონის წვენის, ნეკერჩხილის სიროფის და კაიანური წიწაკისგან. ლიმონათის გარდა მოდელი ჩვეულებრივ წყალს და პიტნის ნახარშაც სვამს. და მეტი არაფერი, არანაირი საჭმელი.
დაბოლოს, გეტყვით, რომ ექსპრეს-დიეტებს თავისი უკუჩვენებები აქვს. განტვირთვის დღე შეიძლება გააკეთოს ადამიანმა ჯანმრთელი კუჭით – თუკი გაწუხებს გასტრიტი, არც კი იფიქრო, რომ მსგავსი ექპსპერიმენტი ჩაატარო. გარდა ამისა, კრიტიკული დღეების დროსაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება "განტვირთვა" – ორგანიზმი ისედაც სტრესშია და ნუღარ დაუმატებ პრობლემებს.