9 ცხიმიანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუკი გახდომა გსურთ!

9 ცხიმიანი პროდუქტი, რომელიც აუცილებლად უნდა მიიღოთ, თუკი გახდომა გსურთ!
ყველაზე მკაცრი დიეტის დროსაც კი უნდა მიიღოთ ცხიმიანი საკვები, თუნდაც იმის გამო, რომ ცხიმის გადამუშავებას ორგანიზმი დიდ დროს უთმობს და ადამიანი დიდხანს გრძნობს თავს დანაყრებულად.
თანაც, ცხიმი სასარგებლოა ტვინისა და სხვადასხვა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ასე რომ, გთავაზობთ 9 ცხიმიან საკვებს, რომელიც ორგანიზმმა აუცილებლად უნდა მიიღოს.

ორაგული - "ბე" ჯგუფის ვიტამინებისა და ცილის საბადო. ცხიმიანი თევზი დანაყრების შეგრძნებასაც დიდხანს შეგინარჩუნებთ და ტვინის მუშაობასაც გააუმჯობესებს. აგრეთვე, თევზის ცხიმი მდიდარია ომეგა 3-ის ცხიმებით. ისინი კი ხელს უშლის ორგანიზმს
დაბერებაში. ორაგულის გარდა, შეგიძლიათ მიირთვათ ცივი წყლის თევზები: თუნა, ქაშაყი ან სარდინები.

სელის თესლი
- თუ თევზი არ გიყვართ, აუცილებლად გაამდიდრეთ რაციონი სელის თესლის ზეთით. 1 სადილის კოვზი მხოლოდ 55 კალორიას შეიცავს, მაგრამ მდიდარია უჯრედისით, ომეგა 3-ით, აგრეთვე, სხვა სასარგებლო ცხიმებით.

ყველი
- უპირატესობა ჭყინტს კი არა, მაგარ ყველს მიანიჭეთ. გარდა იმისა, რომ 2 სადილის კოვზი გახეხილი ყველი მხოლოდ 45 კალორიასა და 4 გრამ ცხიმს შეიცავს, იგი კალცის საბადოცაა.

ზეითუნის ზეთი
- ერთ სადილის კოვზ ზეითუნის ზეთში დაახლოებით 120 კალორიაა და 14 გრამი ცხიმი. იგი უამრავ სასარგებლო ცხიმს შეიცავს და ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინის გამოდევნაც შეუძლია. ზეითუნის ზეთი სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს და პროფილაქტიკის მიზნითაც.

კვერცხი
- მეცნიერებმა რამდენიც უნდა იკამათონ კვერცხის სარგებლიანობა-ზიანობის თემაზე, ადამიანმა კვირაში 3-4 ცალი კვერცხი აუცილებლად უნდა მიიღოს. იგი ფოლიუმის მჟავის საბადოა, აგრეთვე, ბიოტინისა და ქოლინის. კვერცხი აუმჯობესებს ტვინის უჯრედების მუშაობასა და ღვიძლის ნორმალურ ფუნქციონირებას. კვერცხის გული კი ლუტეინს შეიცავს - მთავარ ელემენტს მხედველობის პროფილაქტიკისთვის.

შოკოლადი
- კაკაოს მარცვლებში მოიპოვება: ვიტამინები "ა", "ბე", "ე", კალციუმი, რკინა, კალიუმი, ნივთიერება თებროლინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც ანთებით პროცესებს ებრძვის და არეგულირებს წნევას. შოკოლადის დღიური ნორმა 30 გრამს არ უნდა აღემატებოდეს. იგი 150 კალორიასა და 9 გრამ ცხიმს შეიცავს. აირჩიეთ ისეთი შოკოლადი, რომელშიც კაკაო 70 და მეტი პროცენტია.

ავოკადო
- 20 სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მისი ნაყოფის 70 პროცენტი ცხიმისგან შედგება. ის აგრეთვე შეიცავს უჯრედისის დღიურ ნორმას. დღეში 30-50 გრამი ავოკადო რომ მიირთვათ, მისგან მაქსიმალურ სარგებელს მიიღებთ.

ნუში
- 30 გრამში 160 კალორიაა, 14 გრამი ცხიმი და 6 გრამი ცილა. უხვადაა "ე" ვიტამინი, აგრეთვე - რიბოფლავინი, მაგნიუმი, ფოსფორი. ნუში იმითაცაა უნიკალური, რომ შეიცავს კემპფეროლსა და კვარცეტინს, ისინი დაგიცავენ გულ-სისხლძარღვთა დაავადების წარმოქმნისა და კიბოს გაჩენისგან.

ზეთისხილი
- 30 გრამი მწვანე ზეთისხილი (საშუალოდ 14 ცალი ნაყოფი), შეიცავს 40 კალორიას, 4 გრამ ცხიმს და 1 გრამ უჯრედისს. იგი მდიდარია "ა" და "ე" ვიტამინებით, სპილენძით. პოლიფელონის წყალობით კი მწვანე ზეთისხილი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს და აქვს კიბოს გაჩენის საწინააღმდეგო თვისება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93