ყველაფერი, რაც სასმლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ, - ეს არის ჩაი, დარიჩინი და დაფნის ფოთოლი. სასმელში შემავალი სამივე კომპონენტი შესანიშნავად წვავს ცხიმს და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.
როგორ მოვამზადოთ:
აიღეთ 1 ლიტრი წყალი, ერთი დარიჩინის ჩხირი და 5 დაფნის ფოთოლი. ჯერ აადუღეთ წყალი, შემდეგ დაუმატეთ მასში დარიჩინი და დაფნის ფოთლები. გააჩერეთ 5 წუთი და შემდეგ მომზადებული ნაყენით დააყენეთ ჩაი (დაასხით ჩაის ფოთლებს ან ერთ პაკეტ ჩაის და გააჩერეთ 10-15 წუთი).
დოზირება:
როცა მეტაბოლიზმზეა საუბარი, ყოველთვის მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საუკეთესო დრო მის დასაჩქარებლად – ადრე დილაა, გაღვიძებისთანავე. ამიტომაც ამ ნაყენის პირველი ჭიქა უზმოზე დალიეთ.
მეორე ჭიქა საუზმის დასრულებისთანავე, ხოლო მესამე – საღამოს, დაძინებამდე ცოტა ხნით ადრე. დღეში 3 ჭიქა საკმარისია.
რა თქმა უნდა, მეტაბოლიზმის დაჩქარებისა და გახდომის ნებისმიერ მცდელობას თან უნდა ერთვოდეს დაბალანსებული კვება და ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.