იმისათვის, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი მარტივად დაიკლოთ, არ არის საჭირო შიმშილი და ყოველდღიურად ვარჯიში. დაიცავით ეს 5 მეთოდი და შეძლებთ დაიკლოთ 3 კილოგრამი სულ რაღაც ერთ კვირაში.
5 მარტივი მეთოდი გასახდომად
1. საჭმლის ყოველი მიღების წინ დალიეთ 2 ჭიქა წყალი. ამ რაოდენობის წყალი ჭამამდე 10-15 წუთით ადრე დააჩქარებს მეტაბოლიზმს, საკვები სწორად გადამუშავდება და არ წავა ცხიმის ფენებად.
2. კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდი საჭმლის სწრაფად და ეფექტურად გადასამუშავებლად გრეიპფრუტია. თუ ჭამამდე ნახევარ გრეიპფრუტს მიირთმევთ, ეფექტურად დაწვავთ ცხიმს.
3. 300 მლ ყავა სანელებლებით – დარიჩინით, ვანილით და წითელი წიწაკით – ასევე შესანიშნავად დააჩქარებს მეტაბოლიზმს. ამ სასმლის მიღება აუცილებელია ზომიერად, რათა არ ავნოთ ჯანმრთელობას.
4. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ საკვები კარგად უნდა დაიღეჭოს, მაგრამ იმისათვის, რომ საკვები ცხიმის ფენად არ წავიდეს, ყოველი ლუკმა არანაკლებ 50-ჯერ უნდა დაღეჭოთ.
5. ცხიმის ეფექტურად დასაწვავად და მეტაბოლიზმის დასაჩქარებლად ჩაასხით 200 მლ ცხელი წყალი ჭიქაში, დაუმატეთ დარიჩინი და გააგრილეთ. ნახევარი საათის შემდეგ დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი. ამ სასმლის ნახევარი დალიეთ ძილის წინ, ხოლო დანარჩენი დილით – უზმოზე.
საკმარისია ამ 5 მეთოდიდან 1-2 მაინც გამოიყენოთ და არაჩვეულებრივ შედეგს მიიღებთ.