რა თქმა უნდა, უნჯობესია, ეტაპობრივად, ნელა დავიკლოთ წონაში, ისე, რომ არ დავარღვიოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა, მაგრამ ხანდახან ისე გვჭირდება სასწრაფოდ მოვიშოროთ ზედმეტი კილოგრამები, რომ უკიდურეს ზომებს მივმართავთ!
სწორედ ასეთი, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გთავაზობთ დიეტას, რომელიც გარანტირებულად მოგცემთ შედეგს და თან არ ავნებს თქვენს ჯანმრთელობას.
სანამ დიეტას დაიწყებდეთ, აუცილებლად დარწმუნდით, რომ არანაირი უკუჩვენება არ გაქვთ ასეთი დიეტის მიმართ.
მაშ ასე, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ გახდომის ექსტრემალურ მეთოდებს, თუკი:
გაქვთ ქრონიკული კუჭ-ნაწლავის დაავადებები (გასტრიტი, დუოდენიტი, პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის პრობლემები);
გაქვთ თირკმლების ქრონიკული დაავადება;
ახალი გადატანილი გაქვთ გრიპი ან სხვა ვირუსი;
ახალნაოპერაციები ხართ.
ორსული ხართ;
მეძუძური დედა ხართ;
ბოლო დროს საგრძნობლად დაიკელით წონაში ან პირიქით – მოიმატეთ;
გაქვთ ჰორმონალური დარღვევები;
დიეტის პირველი დღე:
გაღვიძებისთანავე: ნახევარი ლიტრი ჩვეულებრივი წყალი.
საუზმე: ერთი ჭიქა რძე კაკაოთი ან თაფლით.
მეორე საუზმე: გრეიპფრუტი.
სადილი: 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, უმი ბოსტნეული ზეითუნის ზეთით (არა უმეტეს ერთI ჩაის კოვზისა).
სამხარი: 250 მლ უცხიმო იოგურტი.
ვახშამი: ბოსტნეულის ბულიონი (1.5 ლიტრ წყალში მოხარშეთ 1 თავი ხახვი, 0.5 კგ სტაფილო, 0,5 კგ პომიდორი, სანელებლები გემოვნებით მაგრამ მარილი არა, მირთმევამდე ბულიონი გაწურეთ). შეგიძლიათ მიირთვათ, რამდენიც მოგესურვებთა.
ძილის წინ: ერთი ჭიქა კეფირი.
მეორე დღე
გაღვიძებისთანავე: ნახევარი ლიტრი ჩვეულებრივი ონკანის წყალი.
საუზმე: ერთი ჭიქა კეფირი.
მეორე საუზმე: 150 გ უცხიმო ხაჭო ან 100 მლ უცხიმო არაჟანი.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონი (რაოდენობა შუზღუდავად).
სამხარი: ორი გრეიპფრუტის წვენი.
ვახშამი: უმი ბოსტნეულის სალათა და ღუმელში შემწვარი თევზი ან ინდაურის ხორცი (200 გ).
ძილის წინ: არაფერი.
მესამე დღე
გაღვიძებისთანავე: ნახევარი ლიტრი წყალი.
საუზმე: ერთი ჭიქა რძე კაკაოთი ან ერთი ჩაის კოვზი თაფლით.
მეორე საუზმე: არ გაქვთ.
სადილი: 150 გ უცხიმო ხაჭო ან იოგურტი ცოტაოდენი თაფლით, ერთი ჭიქა კეფირი.
სამხარი: არ გაქვთ.
ვახშამი: 300 გ ბოსტნეულის სალათა ზეთის გარეშე ან 200 გ ორთქლზე მოხარშული ინდაურის ფილე.