იმისათვის, რომ წონაში დაკლების ამ პოპულარულ მეთოდს მიჰყვეთ, თქვენ მართლაც ანგელოზის მოთმინება დაგჭირდებათ.
ისტორია
ერთ-ერთი ვერსიით – კვების ამ სისტემას იცავენ Victoria’s Secret-ის ტოპ-მოდელები მნიშვნელოვანი დეფილეს წინ. ეს დიეტა მზარეულ ჩერი სორიას ეკუთვნის და ის შესულია მისსავე წიგნში, სახელწოდებით: "ანგელოზების საკვები: ჯანმრთელი რეცეპტები ღვთაებრივი სხეულისთვის". წიგნში შესულია მსუბუქი და უვნებელი კერძები და მათი მომზადების რეცეპტები.
საფუძველი
შვებით ამოისუნთქეთ, კალორიების თვლა "ანგელოზების დიეტის" დაცვის დროს არ დაგჭირდებათ. აქ წონის დაკარგვა ულუფის რაოდენობაზე და ცილის დიდი რაოდენობით განისაზღვრება. თუკი შეამცირებთ ნახშირწყლებს და აქტიურად მიიღებთ ცილას, დაიწვება ცხიმი, ხოლო კუნთოვანი მასა შენარჩუნდება. ამასთან, არ მოგიწევთ შიმშილი, თუნდაც მცირე ულუფებით იკვებოთ, მაინც. თუკი ზუსტად დაიცავთ გრაფიკს, ნივთიერებათა ცვლა შეიცვლება, ეს კი ნიშნავს, რომ ეფექტი ხანგრძლივი იქნება.
შედეგი
სტატისტიკის მიხედვით, ქალების უმეტესობამ, რომლებმაც ეს დიეტა დაიცვეს, 13 დღეში 4-დან 8 კილოგრამამდე დაიკლო. შესანიშნავი განტვირთვაა წინასაახალწლოდ. დიეტოლოგები გვაფრთხილებენ: მსგავსი მკაცრი "გამოცდის" მოწყობა ორგანიზმისთვის მხოლოდ წელიწადში ერთხელ არის შესაძლებელი და ისიც მხოლოდ ექიმის თანხმობით.
სითხის რაოდენობა
სპეციალისტები გვირჩევენ, მივიღოთ დიდი რაოდენობით მინერალური, უგაზო წყალი ან ოთახის ტემპერატურის დამდგარი წყალი. დაიმახსოვრეთ საბაზისო წესები: არ დალიოთ წყალი ჭამის დროს ან ჭამის დამთავრებისთანავე. დაიცადეთ დაახლოებით ერთი საათი. შენიშვნა: ამბობენ, რომ შოუს დაწყებამდე 10-12 საათით ადრე საერთოდ არ ასმევენ სითხეს, რათა მათი სხეულები უფრო რელიეფურად გამოიყურებოდეს.
აკრძალვა
"სამყაროს ბოროტება" – ასე ახასიათებენ "ანგელოზების დიეტის" შემქმნელები შაქარს, რომელიც კატეგორიულად არ შეიძლება გახდომის პერიოდში. ხორცის სიმრავლე რაციონში ვეგეტარიანელებს შეაშინებს. კერძების მომზადებისას (თუნდაც სალათებში) რეკომენდებულია შეიზღუდოს მარილი და თითქოს უვნებელი ზეითუნის ზეთიც.
დამატება
დიეტების შედეგების გაუმჯობესებისთვის ანგელოზების რაციონს ემატება ფიზიკური დატვირთვის გეგმაც: აერობიკა და ძალოვანი დატვირთვები კვირაში ორჯერ. კვება+სპორტი+ყოველკვირეული დრენაჟული მასაჟი.
მენიუ
კვების რეჟიმი ერთ კვირაზეა გათვლილი:
დღე 1:
საუზმე: ფინჯანი ყავა/მწვანე ჩაი
სადილი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 დიდი პომიდორი, მწვანე სალათა, 2 კანიანად მოხარშული კარტოფილი.
სამხარი: ერთი ვაშლი (ან ნებისმიერი სხვა ხილი).
ვახშამი: გრილზე მომზადებული დიდი ზომის ძროხის ხორცის სტეიკი, მწვანე სალათი.
დღე 2:
საუზმე: ერი ფინჯანი ჩაი/ყავა, ჭვავის პური.
სადილი: ერთი ნაჭერი მოზრდილი ძროხის ხორცის სტეიკი, მწვანე სალათა, 1 პომიდორი, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
სამხარი: ერთი ვაშლი.
ვახშამი: ერთი თეფში ნებისმიერი სუპი.
დღე 3:
საუზმე: ერთი ფინჯანი ჩაი/ყავა, ჭვავის პური.
სადილი: დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, ერთი ჭიქა ნებისმიერი ხილის ფრეში.
სამხარი: ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი უცხიმო ლორი.
დღე 4:
საუზმე: ერთი ფინჯანი ჩაი/ყავა, ჭვავის პური.
სადილი: მოზრდილი სტეიკი, მწვანე სალათა, ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი.
სამხარი: ერთი მუჭა თხილეული.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი მჭლე ლორი.
დღე 5:
საუზმე: გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით.
სადილი: გრილზე მომზადებული თევზი, 1 პომიდორი, ერთი ფინჯანი ყავა.
სამხარი: ერთი ბანანი.
ვახშამი: სტეიკი, მწვანე სალათა, ერთი ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
დღე 6:
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა/ჩაი
სადილი: ქათმის მკერდი, მწვანე სალათა, ერთი ფინჯანი ყავა.
სამხარი: ერთი ჭიქა ნატურალური იოგურტი, ერთი ცალი ბანანი.
ვახშამი: სტეიკი, მწვანე სალათა.
დღე 7:
საუზმე: ფინჯანი ყავა/ჩაი
სადილი: სტეიკი, მწვანე სალათა.
სამხარი: ერთი ბანანი
ვახშამი: მწვანე სალათა, რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი.
პოსტ-ფაქტუმი
"ანგელოზების დიეტიდან" ძალიან ფრთხილად უნდა გამოხვიდეთ. ნუ მიეძალებით საკვებს! თანდათანობით გაზარდეთ კერძების მოცულობა და კალორიულობა. ასე მეტხანს შეინარჩუნებთ ეფექტს.