მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლას პერიკონის უნიკალური დიეტა სხეულის მასის კორექციას სულაც არ ეხება! ცნობილმა დერმატოლოგმა შეიმუშავა კვების სპეციალური კურსი სახის კანის ტონუსისთვის და გასაახალგაზრდავებლად.
კანის გასაახალგაზრდავებელი ახალი დიეტა სწრაფადვე გახდა ჰოლივუდის ლამაზმანებში პოპულარული: ნიკოლ კიდმანი, ჯულია რობერტსი, შერონ სტოუნი და სხვა მსახიობები უკვე წარმატებით იყენებენ მას პრაქტიკაში.
დამტკიცებულია, რომ უმოკლეს დროში იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, გაგიუმჯობესდებათ ორგანიზმის საერთო მდგომარეობა, კანი ჯანმრთელ ფერსა და იერს მიიღებს, საგრძნობლად გამკვრივდება.
ექიმ პერიკონის დიეტა:
- წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა დიეტამ თავისი მომენტალური კოსმეტოლოგიური ეფექტის გამო. მაქსიმალური შედეგისთვის ექიმი გვირჩევს, ის 28 დღე დავიცვათ. მოცემული სისტემის ეფექტურობის საიდუმლო იმაშია, რომ ამ დროს ვიღებთ იმ პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმს ვამდიდრებთ ანტიოქსიდანტებით, ნივთიერებით, რომელიც აფერხებს დაბერების პროცესს და კანს აახალგაზრდავებს. ამ ცნობილი მჟავას თვისებებს აძლიერებს დიეტაში შემავალი ბოსტნეული და ხილი.
დიეტის ძირითადი პრინციპები:
- მიიღეთ საკვები დღეში 5-6-ჯერ ზომიერი ულუფებით: 3 ძირითადი მიღება და 2-3 წახემსება. წასახემსებლად გამოგადგებათ ხილი, თხილეული, უცხიმო იოგურტი.
- მენიუში შემავალი ძირითადი პროდუქტი – ზღვის ცხიმიანი თევზია. ორაგული საუკეთესოა ამ შემთხვევაში, ასევე, ტუნა და სკუმბრია. მოამზადეთ თევზი ორთქლზე, ღუმელში, მაგრამ არ შეწვათ! მნიშვნელოვანია, მიიღოთ თევზი ყოველდღე.
- დიეტის დაცვის პერიოდია – 3-დან 28 დღემდე. ამ ხნის განმავლობაში მიიღეთ დიდი რაოდენობით კენკრაც. ექიმ პერიკონის აზრით, კანისთვის საუკეთესოა მოცვი, ჟოლო, მარწყვი, ვაშლი, მსხალი. სვით მთელი დღის განმავლობაში 2-2,5 ლიტრი წყალი.
- სილამაზის სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტებია – ზეითუნის ზეთი, ავოკადო, კიტრი, კომბოსტო, ბულგარული წიწაკა, ნიახური, სტაფილო, ქორფა მწვანილი. ბროკოლი მდიდარია უჯრედისით, ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით, ასევე, იისფერი მჟავით, რომელიც ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს. ასე რომ, ეს პროდუქტიც დიდი რაოდენობით უნდა ჩართოთ რაციონში.
- ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები და ფრინველის ხორციც აუცილებელია დიეტის დროს.
- იკრძალება პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს დაბერების პროცესს და წონის მატებას: შაქარი, მარილი, ყავა, ალკოჰოლი, ნაყიდი სოუსები და წვენები, კარტოფილი, გაზიანი სასმელები, ტკბილეული, ცომეული, ჩიფსები.
- ექიმ პერიკონის დიეტა საკმაოდ მკაცრია, ამიტომაც სიფრთხილით მოეკიდეთ მის დაცვას, თუკი გაქვთ ინდივიდუალური გადაუტანლობა რომელიმე იმ პროდუქტზე, რომელიც მენიუში შედის. ასევე არ არის ეს დიეტა რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ თირკმელების პრობლემები.