ცნება "დიეტა" თანამედროვე სამყაროში ახალი არ არის. ალბათ, ყველა მეორე ადამიანს უცდია საკუთარ თავზე თუნდაც ერთი დიეტა. მსოფლიოში 150 000 სხვადასხვა დიეტა არსებობს, თუმცა ყველა მათგანი სასარგებლო როდია ჯანმრთელობისთვის.
ყველასთვის არ არის მისაღები მსგავსი დიეტები: "მეზობელმა მირჩია კეფირის დიეტა, მან ასე 15 კგ დაიკლო. ამიტომაც თავს ვანებებ სხვა დანარჩენს და ვიწყებ კეფირის დიეტას!" არის ერთი "მაგრამ": მეზობელმა შესაძლოა, მართლაც დაიკლო ზედმეტი კილოგრამები, მაგრამ მას სრულიად განსხვავებული მეტაბოლიზმი აქვს. სხვა ადამიანს კი მსგავსი დიეტა თავბრუსხვევასა და გულის წასვლასაც კი უქადის.
ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და იკვებებიან სწორად, დიეტებს არ საჭიროებენ. მათი ორგანიზმი იღებს აუცილებელ ვიტამინებსა და დატვირთვას, რაც ბუნებრივად წვავს ცხიმებს.
მკაცრი დიეტები საკმაოდ სახიფათოა, თუ დიეტოლოგების რჩევებს არ გაითვალისწინებთ. გარკვეული პროდუქტებისგან თავის შეკავება იწვევს ერითროციტების გაქრობას, რომლის აღდგენა სირთულეს წარმოადგენს.
განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ხანდაზმულებს და მათ, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. მკაცრი დიეტა ისედაც შერყეულ ჯანმრთელობას კიდევ უფრო ავნებს.
ვიტამინების, მინერალების, ნახშირბადისა და ცხიმის კომპლექტის არქონა იწვევს წონაში კატასტროფულ კლებას. ორგანიზმი იწყებს საკუთარი რეზერვების გამოყენებას, ასე ვთქვათ, "ჭამს" საკუთარ თავს.
რა თქმა უნდა, სასარგებლოა თუ საზიანოა მსგავსი ექსპერიმენტები - თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ სანამ დიეტას დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმ-დიეტოლოგთან!
ასევე იხილეთ:
5 პოპულარული დიეტა, რომლებიც წონაში სწრაფად დაგაკლებინებთ, მაგრამ ჯანმრთელობას ავნებს
ძალიან საშიში დიეტა... ბამბის ტამპონებით – სერიიდან "არც კი სცადოთ!"