როგორ გავხდეთ ქალღმერთი 3 დღეში: სასწაულმოქმედი შვრიის დიეტა!

როგორ გავხდეთ ქალღმერთი 3 დღეში: სასწაულმოქმედი შვრიის დიეტა!
ავტორიტეტული დიეტოლოგების აზრით, შვრიის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა. შვრიის ფანტელი რთული ნახშირწყლების, ცილების, Е, РР, А და В ჯგუფის ვიტამინების, კალიუმის, მაგნიუმისა და რკინის საბადოა.

შვრიის დიეტა


შვრიის დიეტა არა მხოლოდ გეხმარებათ ეფექტურად დაიკლოთ წონაში, ასევე, საკვების მომნელებელ სისტემასაც აჯანსაღებს. ასევე, იგი დადებითად მოქმედებს თმაზე, ფრჩხილებსა და კანზე. სასარგებლოა მათთვის, ვისაც ქოლესტერინისა და შაქრის შემცველობის მაღალი დონე აღენიშნებათ.

დიეტის დაცვის ვადა ირჩევა ინდივიდუალურად, იგი დამოკიდებულია ზედმეტი კილოგრამების რაოდენობაზე და... გამძლეობაზე, მაგრამ არაუმეტეს 4 კვირისა.

ჩვენ გთავაზობთ 3 დღის მენიუს, რომლის
მეშვეობითაც 3 კგ-ს დაიკლებთ.



დღე 1


საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა
მეორე საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 5 ცალი ნებისმიერი თხილი
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი
სამხარი: კიტრისა და ბოლოკის 100 გრ სალათა
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 მუჭა სეზონური კენკრა (შეიძლება გაყინულიც)

დღე 2

საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა
მეორე საუზმე: 1 ჭიქა კეფირი
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი
სამხარი: ნახევარი გრეიპფრუტი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, 2 ცალი ქლიავის ჩირი, 2 ცალი გარგრის ჩირი, 1 ლეღვი

დღე 3

საუზმე: 0,5 ჭიქა ფანტელისა და წყლისგან მომზადებული შვრიის ფაფა
მეორე საუზმე: უცხიმო იოგურტი დანამატების გარეშე
სადილი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ 1 ჩ.კ. თაფლი
სამხარი: 1 ფორთოხალი, 1 ჭიქა მწვანე ჩაი
ვახშამი: 0,5 ჭიქა ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი, დაამატეთ ქიშმიში

შვრიის დიეტის წყალობით წონაში კლების პროცესი საკმაოდ ნელია, მაგრამ ეფექტური. ორგანიზმს არ ტანჯავს შიმშილის გრძნობა, ამიტომაც დიეტის მიტოვების სურვილი არ გაგიჩნდებათ.

FaceBook ბეჭდვა
Share
კომენტარები / 1 /
keti
Es arari dieta.shimshlia.
23:27 / 11-02-2016
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი