თუკი დიდი ხანია ოცნებობთ წონაში დაკლებაზე, მაგრამ არ გყოფნით ამისთვის არც ფული, არც დრო და არც ნებისყოფა, გთავაზობთ ერთ ეფექტურ მეთოდს, რომელიც ოცნების ასრულებაში დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ მხოლოდ და მხოლოდ ერთი სასმლის თქვენს რაციონში ჩართვა.
ის არა მხოლოდ დაგეხმარებათ, დაიკლოთ ზედმეტი კილოგრამები, არამედ გაიწმინდოთ ორგანიზმი და გაამდიდროთ ის საჭირო ვიტამინებით, მინერალებით და ზოგადად, გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
ცხიმისმწველი კოქტეილის რეცეპტი
ინგრედიენტები:
1 კიტრი;
1 ლიმონი;
1 ჭიქა ალოე ვერას წვენი;
1 ჭიქა გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი;
1 კონა ოხრახუში ან ქინძი;
1/2 ჭიქა წყალი.
მომზადება:
ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში და დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შედგით სასმელი მაცივარში.
სვით კოქტეილი ძილის წინ.
კოქტეილში შემავალი თითოეული პროდუქტი რიგ სასარგებლო ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, კიტრი ეფექტურად წვავს ცხიმს, ლიმონი ასუფთავებს ორგანიზმს, ჯანჯაფილი აჩქარებს მეტაბოლიზმს, მწვანილი ამარაგებს ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებით, ალოე ვერა კი – ყველაფერს ერთად!