დილის დიეტა - იაპონური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ დღეში თითო კილოგრამი!

დილის დიეტა - იაპონური მეთოდი, რომელიც დაგეხმარებათ დაიკლოთ დღეში თითო კილოგრამი!
მიირთვით ბანანი ყოველ დილას და დაიკელით წონაში 7 კგ 1 კვირის განმავლობაში - ხომ მიმზიდველად ჟღერს?

ყველაზე მიმზიდველი კი გახლავთ ის, რომ ასეთი დიეტა მართლაც არსებობს და ის რეალურად მუშაობს!
რაც ყველაზე მთავარია, იგი არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას. ამიტომ კვების ჩვეული რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის. სწორედ ამ მიზეზის გამო გახდა ეს დიეტა პოპულარული.

დიეტა შეიმუშავა იაპონელმა ჰიროსი ვატანაბემ. პირველად იგი ავტორმა თავის წიგნში "დილის ბანანის დიეტა" წარადგინა.

არსი ძალზედ მარტივია: დილით უნდა მიირთვათ მხოლოდ
ბანანი და დალიოთ ოთახის ტემპერატურის წყალი.
დღის განმავლობაში კი შეგიძლიათ მიირთვათ, რაც მოგესურვებათ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თავად ვატანაბე დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა წონაში დაკლებას. მან უამრავი დიეტა მოსინჯა, საბოლოოდ კი გადაწყვიტა, დაყრდნობოდა სამეცნიერო ნამუშევრებიდან მიღებულ ცოდნას. მისი მეუღლე, სულიკო, ფარმაცევტი, წიგნის თანაავტორი გახდა.

მათ ერთად მოიფიქრეს გახდომის მეთოდი, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. დიეტა განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც სპორტულ დარბაზში ვარჯიში ეზარება.
Related image

და, აი, მარტივი ხსნა: ერთი ბანანი და ჭიქა წყალი დილით.


ეს საუზმის ნაცვლად. ყველაზე რთული კი იწყება შემდეგ: როგორ გავძლოთ უჭმელად სადილამდე.
ბანანი მდიდარია რეზისტენტული სახამებლით, რომელიც აქტიურად ასტიმულირებს მეტაბოლიზმს.
ბანანის სახამებელი განსხვავდება კარტოფილის სახამებლისგან.

იგი რეზისტენტულია და ადვილად მოსანელებელი. არ იხსნება წვრილ ნაწლავში და მიემართება პირდაპირ მსხვილ ნაწლავში, სადაც ფერმენტაციის პროცესი იწყება.

ნამდვილად უნდა მივირთვათ თუ არა მხოლოდ ერთი ბანანი საუზმეზე?

ამ საკითხში მკაცრი წესები არ არსებობს. მიირთვით ბანანი ისეთი რაოდენობით, რომ იგრძნოთ დანაყრება. იაპონელები ხელმძღვანელობენ პრინციპით 80/20 (ეს გახლავთ კუჭის დატვირთვა პროცენტებში). იაპონელები დგებიან მაგიდიდან მანამდე, სანამ დანაყრებას იგრძნობენ, რადგან თვლიან, რომ კუჭის ზედმეტი საკვებით დატვირთვა მავნებელია.

ექიმებიც ამბობენ, რომ კუჭის ოპტიმალური მდგომარეობა გახლავთ - დატვირთვა 20%-ით. უნდა დარჩეს "სიცარიელის" 20%, რათა კუჭმა გამართულად იმუშაოს მინიმალური დატვირთვით.
Related image

როგორ მივხვდეთ, დავნაყრდით თუ არა?


დაიწყეთ ერთი ბანანით. თუ 20 წუთის შემდეგ შიმშილს იგრძნობთ, მიირთვით კიდევ ერთი. ბანანი აუცილებლად უმი უნდა იყოს.
ვატანაბე თავის წიგნში გვირჩევს:

  • ნუ მიირთმევთ რძის პროდუქტებსა და ალკოჰოლს.
  • სასურველია, არ მიიღოთ საკვები საღამოს 8 საათის შემდეგ.
  • დასაძინებლად დაწექით 12 საათამდე.
  • ისადილეთ და ივახშმეთ, შუალედებში კი ერიდეთ წახემსებას. გამონაკლისი: ცოტაოდენი ხილი.
Image result for diet banana gif

რატომ არის ბანანის დიეტა ასეთი განსაკუთრებული?

  • ეს გახლავთ სუპერჯანსაღი დიეტა.
  • ბანანი მდიდარია უჯრედისით და მატებს ენერგიას.
  • ბანანი ხელმისაწვდომია, ამიტომ დიეტა ძვირი არ დაგიჯდებათ.
  • რეგულარული საუზმე აჩქარებს მეტაბოლიზმს.
  • თუ დილით ყავას არ მიირთმევთ, ორგანიზმს გაუადვილდება მადის რეგულირება.
  • ოთახის ტემპერატურის წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს.
  • უკეთ გააკონტროლებთ მადას.
  • ბანანის დიეტა ასევე გახლავთ შესანიშნავი პროფლაქტიკა ცელულიტის წინააღმდეგ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 13 /
ანა
არ არის ეფექტური?
13:10 / 17-09-2017
გამოხმაურება / 0 /
ნონა
ქეთი რა შედეგი გქვს???
20:34 / 06-05-2016
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი