საკვები, რომელსაც დილით ვიღებთ, მთელი დღის განმავლობაში ენერგიით გვამარაგებს, ასევე, არეგულირებს მეტაბოლიზმს. ამიტომაც, თუ გახდომას აპირებთ, აუცილებლად უნდა ისაუზმოთ.
მეტიც, კვლევები, რომლებიც ჟურნალ Annals of Nutrition & Metabolism-ში გამოქვეყნდა, ამტკიცებს, რომ შვრიის ფაფა საუკეთესო საუზმეა თითოეული ჩვენგანისთვის.
შვრიის ფაფა კუჭში მეტხანს რჩება, ვიდრე სხვა პროდუქტი, თან მისი მიღებისას ორგანიზმში შაქრის შემცველობა იწევს.
უამრავმა კვლევამ დაადგინა, რომ შვრიის ფაფა, გარდა იმისა, რომ სასარგებლოა, ის ასევე ხელს უწყობს წონაში კლებას და კალორიების მიღებას 31-50%-ით ამცირებს.
გარდა ამისა, შვრიის ფაფა გემრიელია, მისი მოხმარება სხვადასხვა კერძში შეიძლება: სმუზებში, სალათებში, დესერტებსა თუ რაგუში.
შვრიის ფაფის სასარგებლო თვისებები:
ის მალე ანაყრებს;
გულის წნევას არეგულირებს;
ამცირებს ქოლესტერინს.
ბრიტანულმა სამედიცინო ჟურნალმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ შვრიას შეუძლია პროსტატის, მკერდის, მსხვილი ნაწლავისა და საკვერცხეების კიბოს წარმოშობის რისკის დაწევა.