3 თვის წინ შევიტყვე ჯონ მაკდუგალზე და მის წიგნზე "სახამებლის ენერგია". ამ შესანიშნავი ადამიანის მიერ შექმნილი სისტემის წყალობით 10 კგ დავიკელი და ორგანიზმი გავიჯანსაღე!
უამრავი დიეტა ვცადე და წონაში 8 კილოგრამი დავიკელი, მაგრამ ჩემი საწყისი წონა 110 კილოგრამს შეადგენდა. ვიცავდი ცილოვან დიეტას, ვშიმშილობდი... შედეგად, ორგანიზმმა მიმტყუნა: გამიჩნდა ღვიძლის პრობლემები. დიეტა შევწყვიტე და საწყის წონასაც კი ავცდი. სწორედ ამ დროს მომხვდა ხელთ ეს ინფორმაცია!
კარტოფილის დიეტა
ჯონ მაკდუგალი მოუწოდებს, სრულებით გამოირიცხოს რაციონიდან ხორცისა და რძის პროდუქტები და შეცვალოთ ბურღულეულით, მარცვლოვანი კულტურით, ხილითა და ბოსტნეულით.
ვცადე ამ სქემით კვება და შედეგით კმაყოფილი დავრჩი: გამიქრა შიმშილის მუდმივი შეგრძნება, დამილაგდა საჭმლის მომნელებელი სისტემა, გამიუმჯობესდა კანის მდგომარეობა. საგრძნობლად დავიკელი პირველი 2 კვირის განმავლობაში, 1 თვის მერე კი შევნიშნე, რომ ზედმეტი 10 კილოგრამი მოვიცილე!
სახამებლის დიეტის პლუსები
სახამებელი შიმშილს ხორცზე უკეთ კლავს! საკვები ბოჭკოები, რომელთაც ბოსტნეული შეიცავს, ავსებს კუჭს - ნაყრდები და ჭამის შემდეგ სიმშვიდეს გრძნობ.
სახამებლის დიეტა დაბალკალორიულია. წონაში კლების პროცესი სწრაფად მიმდინარეობს. ყველთან, ზეთებთან და ხორცთან შედარებით სახამებელი ძალიან ცოტა კალორიას შეიცავს.
სახამებელი გმატებთ ენერგიას. წონაში კლების გარდა, სახამებელი ხელს უწყობს სისხლის ყველა უჯრედისთვის გაუმჯობესებულ მიწოდებას, ეს კი კანის მდგომარეობას აუმჯობესებს. ქრება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ისეთი, როგორებიცაა შეკრულობა და მუცლის შებერილობა.
გამაჯანსაღებელი ეფექტი
მძიმე საკვების სასარგებლო სახამებლებით შეცვლით გაიჯანსაღებთ მთლიან ორგანიზმს. ამ დიეტის დაცვისას ქრება გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები, ღვიძლისა და თირკმლის პრობლემები!
უწყვეტი დიეტა
ამ დიეტის დაცვა ადვილია, მისი შეწყვეტის სურვილი არ გაგიჩნდებათ. თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ!
ამ დიეტას კარტოფილის დიეტა შევარქვი: კარტოფილი ბავშვობიდან მიყვარს - და აი, ბედნიერებაც მეწვია! ჯონ მაკდუგალის რეკომენდაციით, ამ ბოსტნეულს ყველა კერძში ვიყენებდი. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ კარტოფილი, რომლის ჭამას ყოველთვის მიკრძალავდნენ, წონაში დაკლებაში დამეხმარებოდა...