მერიემ უზერლიმ მოწევას თავი დაანება და წონაში ოდნავ მოიმატა, როდესაც როლისთვის ემზადებოდა. დაძაბული სამუშაო ენერგიის დიდ რესურსს მოითხოვდა და მსახიობი გადაღებისას შავ შოკოლადს მიირთმევდა.
რამდენიმე ხანში მერიემი დაფეხმძიმდა, გადაიტანა საყვარელ ადამიანთან დაშორება და უამრავი სტრესი. ორსულობისას მან წონაში 15 კგ მოიმატა.
უამრავ ქალს ჰქონია მსგავსი პრობლემა, სადაც არ უნდა მუშაობდეს და როგორი მომხიბვლელიც არ უნდა იყოს. ამ შესანიშნავმა მსახიობმა მოახერხა თავისი ცხოვრების მოწესრიგება, წონაში დაკლება და ოპტიმიზმის შენარჩუნება. მერიემი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს.
წონაში დაკლების საიდუმლო:
მერიემი ირწმუნება, რომ არ იზღუდავდა თავს კვებაში სერიოზულად. საკმარისი იყო, შეეწყვიტა შოკოლადის, პურისა და პუდინგის მირთმევა, რათა ერთ თვეში სასურველი შედეგი მიეღო!
ცალხაზად, უარი უნდა ვთქვათ ცომეულსა და სხვა მავნე დესერტებზე. ქალის რაციონი, რომელსაც გახდომა სურს, უნდა შედგებოდეს უცხიმო ხორცისგან, თევზისგან, კვერცხისგან, ხილისა და ბოსტნეულისგან.
წონაში კლების მთავარი საიდუმლო მენიუ როდი გახლავთ! მსახიობის თქმით, მას პოზიტიური განწყობა დაეხმარა. როდესაც გწამს, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება, იოლად ამბობ უარს საყვარელ დესერტზეც კი...
მერიემი ველოსპორტმა გაიტაცა. ის ხშირად სეირნობდა მეგობრებთან და შვილთან ერთად სუფთა ჰაერზე, დადიოდა სპორტდარბაზში.
მერიემმა "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა: სხეულის ფორმა ნელ-ნელა იცვლებოდა, მსახიობი აუჩქარებლად იკლებდა წონაში, ჯანმრთელობისთვის ყოველგვარი ზიანის მიყენების გარეშე. წონაში კლების მსგავსი ტექნიკა უზრუნველქოფს ხანგრძლივ ეფექტს: დაკარგული კილოგრამები არ ბრუნდება!