ზედმეტი წონისგან გათავისუფლება მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანის აკვიატებული იდეაა. დიეტოლოგები ამ თემასთან დაკავშირებით ყოველდღიურად უამრავ რჩევას გვაძლევენ.
მაგრამ აი, რას გვეუბნება მეცნიერება იმის შესახებ, რა სასმელები უნდა ვსვათ იმისათვის, რომ დავიკლოთ წონაში.
6 სასმელი, რომელიც უნდა ვსვათ ძალიან ხშირად იმისათვის, რომ მოვიშოროთ ზედმეტი წონა.
ყინულიანი წყალი
დღეში 100 კალორიას დაწვავთ, თუკი ხშირად დალევთ ცივ წყალს. საქმე ისაა, რომ ორგანიზმი სასმლის გასათბობად ენერგიას ხარჯავს, შედეგად კი იწვება კალორიები.
თუკი წყალს სადილის წინ დალევთ, ნაკლებსაც შეჭამთ. ასევე, წყალი აქვეითებს მადას: ყოველთვის, როცა კი წახემსება მოგინდებათ, დალიეთ უბრალოდ ერთი ჭიქა წყალი. ის ცოტა ხნით დაგაკმაყოფილებთ.
ყველაფერთან ერთად, ცივი წყალი ღვიძლს მეტი ცხიმის დაწვაში ეხმარება და კანსაც ასუფთავებს.
რძე
რძე დიდი რაოდენობით კალცს შეიცავს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კალცი წონაში კლებას უწყობს ხელს, რადგან ნივთიერება თრგუნავს კალციტროილის გამომუშავებას, ნივთიერების, რომელიც ხელს უშლის ცხიმის დაშლას.
ამასთან, კალცი აქვეითებს მადას.
მწვანე ჩაი
თუკი დღეში 3-5 ფინჯან მწვანე ჩაის დალევთ, ორგანიზმი კალორიებს 35-40%-ით სწრაფად დაწვავს.
გარდა ამისა, სასმელი შეიცავს კოფეინს, რომელიც, როგორც ცნობილია, აჩქარებს მეტაბოლიზმს.
ყველაფერთან ერთად, მწვანე ჩაის შარდმდენი ეფექტი აქვს, რაც ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის სწრაფად გამოდევნის გარანტია.
ბოსტნეულის წვენები
სადილის წინ მიღებული ბოსტნეულის წვენი აქვეითებს მადას და დაახლოებით 135 კალორიით ნაკლებს მიიღებთ ერთ ჭამაზე.
ყავა
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კოფეინი მადას აქვეითებს და მეტაბოლიზმს აჩქარებს. თუკი ყავას ვარჯიშის წინ დალევთ, დამატებით ენერგიას შეიძენთ და ვარჯიშიც ბევრად ნაყოფიერი იქნება.
თუმცა, ექიმები გვირჩევენ, დღეში მაქსიმუმ 1-2 ფინჯანი მივიღოთ.
სმუზი
იოგურტი-სმუზი აქვეითებს მადას და დიდი რაოდენობით კალცს შეიცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ ამ პროდუქტს, 61%-თ სწრაფად წვავენ ცხიმს.