დიეტის მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ 7 დღის განმავლობაში მიიღებთ საკვებს, რომლის გადასამუშავებლად ორგანიზმს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწევს. შედეგად კი სწრაფად დაიკლებთ წონაში.
განსაკუთრებით მოუხდება ეს დიეტა მათ, ვისაც წონაში დაკლება სწრაფად სურს. უზარმაზარი პლუსი იმაშია, რომ არ მოგიწევთ შიმშილი, ჩამოთვლილი პროდუქტების მირთმევა საკმარისი რაოდენობით შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ დამატებით მულტივიტამინების კომპლექსი მიიღოთ. მეტი ეფექტისთვის, ივარჯიშეთ და პური ჩაანაცვლეთ "ხლებცებით" (შეარჩიეთ მსხვილმარცვლიანი).
კვების გეგმა:
პირველი დღე: ხილი. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა. ზედმეტი წონის დაკლებას საზამთრო უწყობს ხელს.
მეორე დღე: ბოსტნეული. დაშვებულია ყველა სახეობის ბოსტნეული, გარდა სიმინდისა და პარკოსნებისა. სადილად გამომცხვარი კარტოფილის მირთმევაც ნებადართულია.
მესამე დღე: ხილი და ბოსტნეული. დატკბით ნებისმიერი სახეობის ხილითა და ბოსტნეულით, გარდა კარტოფილისა.
მეოთხე დღე: იოგურტი და ბანანი. ორგანიზმს დამატებითი მინერალური ნივთიერებები სჭირდება, ბანანი კი მდიდარია კალიუმით. მიირთვით დღეში 8 ბანანი და ნატურალური იოგურტი, დანამატების გარეშე.
მეხუთე დღე: პომიდორი და ქათმის ხორცი. პომიდვრის მირთმევისას აუცილებლად დააყოლეთ წყალი, რათა ორგანიზმში მჟავიანობის დონემ იკლოს.
მეექვსე დღე: ბოსტნეული და ქათმის ხორცი. ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა და პარკოსნების.
მეშვიდე დღე: სუპი. უნდა მოამზადოთ განსაკუთრებული წვნიანი, რომელიც ზედმეტი კილოგრამების დაწვაში დაგეხმარებათ. დაგჭირდებათ: 2 ხახვი, ყაბაყი, რამდენიმე ცალი პომიდორი, ნიახური, ბულგარული წიწაკა და ბევრი მწვანილი. შეგიძლიათ სუნელებიც დაამატოთ. მოხარშეთ ყველა ინგრედიენტი და დააბლენდერეთ.