დიეტა "სამი გრაცია" ბელგიელმა დიეტოლოგებმა შეიმუშავეს სპეციალურად ქალებისთვის. მედიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ ამა თუ იმ პროდუქტებისადმი სიყვარული დამოკიდებულია ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონის შეფარდებაზე.
ბელგიელი დიეტოლოგები მიიჩნევენ, რომ დაბალანსებული რაციონის წყალობით შესაძლებელია ჰორმონალური ფონის კორექტირება, ე.ი. წონაში დაკლება.
აირჩიეთ, რომელი ხართ თქვენ - ვენერა, ნიმფა თუ ამაზონი.
ინდივიდუალური დიეტები
სხეულის პირველი ტიპი - ვენერა
ეს გახლავთ თხელი კანის მქონე ქალბატონები მომრგვალებული ფორმებით, რომლებიც სხვებზე მეტად არიან მიდრეკილნი ცელულიტისკენ. თეძოები - განსაკუთრებით პრობლემური ზონაა. უყვართ რძის პროდუქტები.
რაციონი აუცილებლად უნდა შედგებოდეს ყველის სხვადასხვა სახეობისგან, უმი ან მოთუშული ბოსტნეულისგან, ბოსტნეულის სუპისგან, ახლად დაწურული წვენისა და უცხიმო ხაჭოსგან.
დღე 1
საუზმე: ახლად დაწურული ხილის წვენი და 200 გრ ხაჭო.
სადილი: ზეითუნის ზეთით შენელებული ბოსტნეულის მსუბუქი სალათა.
ვახშამი: ახალი ბოსტნეული, 30 გრ მაგარი ყველი, ვაშლის წვენი.
დღე 2
საუზმე: 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი და "ხლებცისა" და ყველის ბუტერბროდი.
სადილი: 2 ვაშლი და კიტრისა და პომიდვრის სალათა.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული თევზი და მოთუშული ბოსტნეული.
დღე 3
საუზმე: ფორთოხლის წვენი და 200 გრ ხაჭო.
სადილი: თინუსის სალათა მწვანე ხახვითა და კვერცხით.
ვახშამი: ყაბაყის რაგუ და 150 გრ მოხარშული ძროხის ხორცი.
სხეულის მეორე ტიპი - ნიმფა
მაღალი ქალები ვიწრო თეძოებით და გამოკვეთილი წელით. ზედმეტი ცხიმი მუცლის არეში უგროვდებათ. უყვართ თევზი, ხილი და ბოსტნეული. ესტროგენების უკმარისობის გამო ექიმები ნიმფებს ურჩევენ, რაც შეიძლება მეტი ხილის ჩირი, თხილი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი და ბრინჯი მიირთვან.
დღე 1
საუზმე: მიუსლი ხილის ჩირით და უცხიმო იოგურტით.
სადილი: ბოსტნეულის რაგუ.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ყავისფერი ბრინჯი ბულგარული წიწაკითა და დაკონსერვებული სიმინდით.
დღე 2
საუზმე: მიუსლი უცხიმო იოგურტით.
სადილი: დაკონსერვებული სიმინდი ხახვითა და პომიდვრით, ცოტაოდენი თხილი.
ვახშამი: მოხარშული ბრინჯი ძროხის ხორცის ფარშითა და ბულგარული წიწაკით.
დღე 3
საუზმე: მიუსლი ახალი ხილითა და რძით.
სადილი: გახეხილი ვაშლისა და სტაფილოს სალათა, შენელებული ზეითუნის ზეთით.
ვახშამი: ქატოსა და პომიდვრის რაგუ.
სხეულის მესამე ტიპი - ამაზონი
ტანმორჩილი, პუტკუნა ქალები. უყვართ ხორცის პროდუქტები. ექიმები მათში მამაკაცის ჰორმონების სიჭარბეს აღნიშნავენ. ამაზონისთვის რეკომენდებულია ქათმისა და ინდაურის ფილე, სალათის ფურცლები, მაკარონის ნაწარმი.
დღე 1
საუზმე: ხილის სალათა.
სადილი: ბოსტნეულის ბულიონში მოხარშული სპაგეტი, შეზავებული ლიმონის წვენით.
ვახშამი: ორთქლზე მომზადებული ინდაურის ფილე, უმი სტაფილოს სალათა.
დღე 2
საუზმე: 1 ჭ წვენი და 150 გრ უცხიმო ხაჭო.
სადილი: ვაშლისა და სტაფილოს სალათა, 2 კივი.
ვახშამი: უცხიმო ქათმის ბულიონი 1 ნაჭერი ქათმის ფილეთი, მოხარშული თეთრი ბრინჯი.
დღე 3
საუზმე: 200 გრ უცხიმო ხაჭო და სალათის ფურცლები.
სადილი: ქათმის ფილესა და გრეიპფრუტის სალათა.
ვახშამი: სპაგეტი ბოსტნეულის რაგუთი.