3 დღეში მინუს 4 კგ შვედური დიეტის წყალობით - Marao

3 დღეში მინუს 4 კგ შვედური დიეტის წყალობით

2019-01-19 13:11:49+04:00

ეს გახლავთ ცნობილი შვედური დიეტა, რომელიც დეტალურად არის დაგეგმილი. შედეგი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ - 6-დღიანი მენიუს მკაცრი დაცვის შემდეგ შესაძლებელია 4-დან 7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილება.

დიეტა "ექვსი ფოთოლი"

თევზის დღე

  • საუზმე: მოხარშული თევზი
  • ლანჩი: გამომცხვარი თევზი
  • სადილი: უხა ბოსტნეულის გარეშე
  • სამხარი: ორთქლზე მომზადებული თევზი
  • ვახშამი: მოხარშული თევზი

დიეტის პირველ დღეზე გათვლილია 500 გრ თევზი, სასმელებიდან - უშაქრო მწვანე ჩაი, წყალი.

ბოსტნეულის დღე

  • საუზმე: 2 გახეხილი სტაფილო
  • ლანჩი: მომზადებული კარტოფილის პიურე
  • სადილი: მოთუშული ბოსტნეულის მიქსი
  • სამხარი: ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
  • ვახშამი: უმი ბოსტნეული
ბოსტნეულის დღიური ნორმა - 1,5 კგ. სასმელები - ბოსტნეულის წვენი, ჩაი, ყავა.

ქათმის დღე

  • საუზმე: მოხარშული ქათმის ფილე
  • ლანჩი: გამომცხვარი ქათმის ფილე
  • სადილი: ქათმის ბულიონი
  • სამხარი: ქათამი გრილზე
  • ვახშამი: მოხარშული ქათმის ფილე
დღიური ნორმა - 500 გრ ქათმის ხორცი. სასმელი - ლიმონიანი წყალი.

მარცვლეულის დღე

  • საუზმე: წყალზე მოხარშული ხორბალი, "ხლებცი"
  • ლანჩი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
  • სადილი: მოხარშული ბრინჯი
  • სამხარი: წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, თხილი.
  • ვახშამი: წყალზე მომზადებული წიწიბურა
დღიური ნორმა: 200 გრამი ბურღულეული. სასმელები - ბალახის ნაყენი, ჩაი, ყავა.

ხაჭოს დღე

  • საუზმე: ხაჭო, 1-2 კოვზი ნატურალური იოგურტი
  • ლანჩი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
  • სადილი: ხაჭო
  • სამხარი: ხაჭო 1-2 კოვზი რძით
  • ვახშამი: ხაჭო
დღიური ნორმა - 500 გრ ხაჭო

ხილის დღე

  • საუზმე: 2 წითელი ვაშლი, შავი ყავა
  • ლანჩი: ბანანი
  • სადილი: ფორთოხალი, ყურძენი
  • სამხარი: კივი, ანანასი
  • ვახშამი: 2 მწვანე ვაშლი
დღიური ნორმა - 1,5 კგ ხილი. სასმელი - ხილის წვენი.