აი, როგორი გრაფიკით უნდა იკვებოთ, თუ რეალურად გსურთ წონაში დაკლება!

აი, როგორი გრაფიკით უნდა იკვებოთ, თუ რეალურად გსურთ წონაში დაკლება!
მოდით, თავიდანვე გავერკვეთ: წინააღმდეგი არ ხართ, რომ გახდეთ, თუ ეს ნამდვილად გსურთ?
პირველ შემთხვევაში, უმჯობესია, დახუროთ ეს გვერდი, რადგან გრაფიკი, რომელსაც გთავაზობთ, წარმოუდგენლად რთულია.
მაგრამ თუ დარწმუნებული ხართ, გაეცანით ”შპარგალკას”, რომელიც მიგანიშნებთ, თუ როგორი გკაფიკით უნდა იკვებოთ.

ძირითადი წესები, რომლებიც უნდა დაიცვათ 

გაღვიძებისთანავე დალიეთ ოთახის ტემპერატურის ჭიქა წყალი, შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი.

ამის შემდეგ, სასურველია დაიცვათ 40-წუთიანი პაუზა, შემდეგ კი ისაუზმოთ.
თუკი დრო საერთოდ არ გყოფნით, შეგიძლიათ ისაუზმოთ 07:30-
დან 09:00-მდე, მთავარია - ერთსა და იმავე დროს.
პირველი წახემსება - არაუადრეს დილის 11 საათისა. ნუ მიირთმევთ ბუტერბროდებს, ბანანი ან ვაშლი ბევრად უკეთესია.
ნუ გამოტოვებთ სადილს. საუკეთესო დრო - 12:30-დან 14:00-მდეა.

სამხარი: 15:30-დან 16:30-მდე. ხილი - საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
ვახშამი: დიეტური მითების თანახმად, არ უნდა ივახშმოთ, მაგრამ ეს სწორი არაა. უმჯობესია, ვახშამზე მიირთვათ მეტი, ვიდრე ღამით, შიმშილის შემოტევის დროს გამოაცარიელოთ მაცივარი.
საუკეთესო დრო სავახშმოდ: 19:00-19:30.

სპორტი:
უამრავი ადამიანი არ არის დაკავებული სპორტით მცდარი მოსაზრების გამო, თითქოს ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ დილაობით არის დასაშვები. სინამდვილეში კი, საამისოდ საუკეთესო დრო - საღამოა, ვახშმის შემდეგ დაახლოებით 1 საათში. ამგვარად კარგად დაწვავთ კალორიებს, დაიღლებით და შესაბამისად, კარგად დაგეძინებათ.

სხვათა შორის, იცოდით, რომ სრულფასოვანი ვარჯიშისთვის დღეში 7 წუთია საკმარისი? სერიოზულად, ეს კომპლექსი შემქნეს საუკეთესო სპეციალისტებმა გაზეთისთვის The New York Times. ისინი ირწმუნებიან, რომ თუ ამ კომპლექსს ყოველდღიურად შეასრულებთ, აუცილებლად დაიკლებთ წონაში და თავს აარიდებთ ცხოვრების მჯდომიარე წესით გამოწვეულ უსიამოვნებებს.

ასე რომ, დაუთმეთ ვარჯიშს საღამოობით 10 წუთზე ნაკლები, ვახშმის შემდეგ 1 საათში:

FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 1 /
მეგი
აბსოლუტურად გეთანხმებით, ზუსტად ამ რეჟიმით ვიკვებები, ერთადერთი ვარჯიშს ვერ ვახერხებ და წონაშიც დავიკელი 25 კგ 4 თვეში( უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო მეტიც მექნებოდა კლება და თან ჩიყვის პრობლემაც მაქვს.)
10:34 / 14-08-2018
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93