კარტოფილი ყველას უყვარს, ეს გახლავთ გემრიელი და ნოყიერი ბოსტნეული, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მისი მეშვეობით წონაში დაკლება არის შესაძლებელი.
კარტოფილის დიეტა 3 დღეზეა გათვლილი, როგორც ყველა მონო-დიეტა.
კარტოფილის დიეტა
კარტოფილის მოსავლის სეზონი - დიეტის დაცვის ყველაზე შესაფერისი დროა. სწორედ ამ დროს აქვს ნაყოფს უმაღლესი საკვები ფასეულობა.
კარტოფილის დიეტის დაცვა იოლია, რადგან კარტოფილი ნოყიერია და შეიცავს მცენარეულ ცილას. კეფირი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის შესანიშნავია და ასევე, მდიდარია ცილებით.
პირველი დღის მენიუ
საუზმე: 1 მოხარშული უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ჭიქა უცხიმო კეფირი ან სასმელი იოგურტი დანამატების გარეშე.
მეორე დღის მენიუ:
საუზმე: 200 მლ კეფირი
სადილი: 2 გამომცხვარი კარტოფილი (ოდნავ მარილიანი), უშაქრო მწვანე ჩაი.
ვახშამი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
მესამე დღის მენიუ
საუზმე: 1 უმარილო კარტოფილი
სადილი: 1 უმარილო კარტოფილი, 200 მლ უცხიმო კეფირი.
ვახშამი: 200 მლ კეფირი