თუ არ იცით, რომელ დიეტას მიმართოთ წონის ეფექტურად და სწრაფად დასაგდებად, მაშინ გაეცანით ამ სტატიას.
მანამდე კი რჩევის სახით გეტყვით, რომ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ყოველთვის მიირთვით ერთი ჭიქა მწვანე ჩაი. იაპონური დიეტის მთავარი წესის მიხედვით, დღის მანძილზე ერთი ლიტრი მწვანე ჩაი მაინც უნდა მიიღოთ. შუალედებში წყურვილი შეგიძლიათ უბრალოდ მინერალური წყლით მოიკლათ. არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ საჭმელი დიეტით დადგენილ კვებათა შუალედებში.
ბაღჩეულიდან გამორიცხეთ პომიდორი, ხილიდან კი ყურძენი და ბანანი.
ორი თვის შემდეგ, როცა წონას საგრძნობლად დაიგდებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ კვების ჩვეულებრივ, ძველებურ რეჟიმზე, მაგრამ ყოველდღიურად მაინც უნდა მიიღოთ თითო ჭიქა მწვანე ჩაი. ამგვარად წონაში ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაიკლებთ, რაც თავიდან აგარიდებთ "ფორთოხლის ქერქისებურ" და "ჩამოკიდებულ" კანს.
ორი კვირის
მენიუ
1-ელი და მე-14 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 100 გ უცხიმო ხაჭო;
სადილი: ორი ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, 250 გ მოშუშული კომბოსტო და ერთი ჭიქა ვაშლის წვენი;
ვახშამი: 250 გ ორთქლზე მოხარშული თევზის ფილე, მწვანილთან და ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
მე-2 და მე-13 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი, კრეკერი ან ორცხობილა;
სადილი: 250 გ მოხარშული თევზი, უმი კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი;
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 250 გ მოხარშული ძროხის ხორცი, კიტრის ან უმი კომბოსტოს სალათა მცენარეული ზეთით და ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
მე-3 და მე-12 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2-3 ნაჭერი დიეტური პური ან ნამცხვარი;
სადილი: მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო ან ყაბაყი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2 ვაშლი;
ვახშამი: ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, 250 გ ძროხის მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის სალათა მწვანილითა და მცენარეული ზეთით, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
მე-4 და მე-11 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 100 გ უცხიმო ხაჭო;
სადილი: თოხლოდ მოხარშული კვერცხი, სამი მოხარშული სტაფილოს, მცენარეული ზეთისა და ერთი ს/კ ყველისაგან მომზადებული სალათა, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი;
ვახშამი: ხილის სალათა (უმჯობესია ვაშლისა და ციტრუსის), ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
მე-5 მე-10 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და ორი ტოსტი ჯემით;
სადილი: მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი;
ვახშამი: ბოსტნეულისა და კუბიკებად დაჭრილი მაგარი ყველის სალათა, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
მე-6 და მე-9 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი და 2-3 დიეტური პური ან ორცხობილა;
სადილი: მოხარშული ნახევარი ქათამი, ცოცხალი კომბოსტოს სალათა, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი;
ვახშამი: ორი მაგრად მოხარშული კვერცხი, უმი, გახეხილი სტაფილოსა და მცენარეული ზეთის სალათა, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
მე-7 და მე-8 დღე
საუზმე: ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, რამდენიმე ნაჭერი მაგარი ყველი, კრეკერი ან ორცხობილა;
სადილი: 250 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი ბოსტნეულთან ერთად, მწვანე ჩაი და ხილი;
ვახშამი: ნებისმიერი ვახშამი ზემოთ ჩამოთვლილთაგან, გარდა მესამე დღისა.
მოამზადა ეკა გუნთაიშვილმა
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)