ადრე თუ გვიან, დიეტების ექსპერიმენტები ცუდად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და კვლავ უწინდებურ წონას ვუბრუნდებით.
უფრო გონივრულია, დავაბალანსოთ რაციონი, ვიკვებოთ ზომიერად, მაგრამ მრავალფეროვნად, დავამატოთ ფიზიკური აქტივობა და რაიმე, რაც ხელს უწყობს ზედმეტი წონის მოშორებას. სიმინდის თმა- სწორედ ასეთი პროდუქტია. მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება და თეთრები ღირს.
ვინაიდან სიმინდის თმა ნაღველის გამოდინებას უწყობს ხელს, მას ქოლეცისტიტის დროს, ასევე, ჰეპატიტის სამკურნალოდ იყენებენ. იგი ძალიან ეფექტურია წონაში დაკლების მსურველებისთვის, რადგან ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს.
სიმინდის თმა წონაში დასაკლებად
პანტოტენური მჟავის დიდი შემცველობის წყალობით, თმა ლიპოლიზის პროცესს ააქტიურებს. მისგან დამზადებული ნაყენი ახშობს მადის გრძნობას, წვავს ცხიმოვან უჯრედებს და შლაკები გამოჰყავს შარდის მეშვეობით.
დღიური ნორმის ინგრედიენტები
• 1 ჩ.კ. სიმინდის დაქუცმაცებული თმა
• 250 მლ მდუღარე წყალი
მომზადება და გამოყენება
დაასხით სიმინდის თმას მდუღარე, დააფარეთ და დააყენეთ 15 წუთით.
დაწურეთ ნაყენი და გააცივეთ.
მიიღეთ 1/3 ჭიქა სასმელი ჭამამდე 20 წუთით ადრე. მიღების კურსი - 10-14 დღე. აუცილებლად შეისვენეთ 1 კვირით, შემდეგ 7 დღის განმავლობაში კვლავ ჩაატარეთ კურსი და თამამად გაიზომეთ წელის გარშემოწერილობა.
სიმინდის თმა - ძლიერმოქმედი პროდუქტია, რომელსაც მძლავრი შარდმდენი ეფექტი გააჩნია. ამიტომ, სანამ ამ პროცედურას ჩაატარებთ, გაითვალისწინეთ ორგანიზმის თავისებურებანი. ეს საშუალება რეკომენდირებული არ არის მათთვის, ვისაც დიაბეტი, ვარიკოზი ან ტრომბოფლებიტი აწუხებს; ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის.