ხილის უმეტესობა დიდი ოდენობით შაქარს შეიცავს. ამიტომ, ვისაც გახდომა სურს, რაციონიდან რიცხავს მათ. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ხილის რეიტინგს, რომლებიც წონაში დაკლებას უწყობს ხელს!
1. ავოკადო
ავოკადო მაღალკალორიულია (100 გრ = 120 კკალ), მაგრამ მისგან მიღებული ენერგია ცხიმად არ იქცევა. ამიტომ, ვისაც წონაში დაკლება სურს, უნდა ჩართოს იგი რაციონში.
2. გრეიპფრუტი
ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ გრეიპფრუტის შაქარი ძალიან დაბალკალორიულია. ამიტომ ეს ხილი იდეალურია მათთვის, ვისაც გახდომა სურს. გრეიპფრუტი მდიდარია უჯრედისით და ორგანიზმს შესანიშნავად ანაყრებს.
3. ვაშლი
უმი ვაშლი ძლიერ მადას აღძრავს ხილის მჟავების წყალობით, რომელიც კუჭის მარილმჟავას გამოიმუშავებს. გამომცხვარი ვაშლი კი დიდი ხნით დაგანაყრებთ და კუჭს არ აღიზიანებს.
4. ფორთოხალი
საშუალო ზომის ფორთოხალი დაახლოებით 90 კალორიას შეიცავს. ამიტომ მას ხშირად იყენებენ სხვადასხვა დიეტაში. ფორთოხალი მდიდარია უჯრედისით და კარგად ანაყრებს ორგანიზმს. ასევე, ახშობს მადას.
5. ანანასი
განსაკუთრებული ფერმენტის - ბრომელაინის წყალობით, ეს ხილი დადებითად ზემოქმედებს ორგანიზმზე: აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. მძიმე ცხიმიანი საკვების მიღებისას მიირთვით ანანასიც. ორგანიზმი ცხიმს ნელა შეითვისებს, ზედმეტი ცხიმი კი კილოგრამებზე არ აისახება.