Top 3 ექსპრეს-დიეტა, რომელიც ნამდვილად მუშაობს - Marao

Top 3 ექსპრეს-დიეტა, რომელიც ნამდვილად მუშაობს

2018-12-25 12:34:41+04:00

თუ 1 კვირის განმავლობაში წონაში დაკლება გსურთ, რათა საყვარელი კაბა მოგერგოთ, დაგეხმარებათ ექსპრეს-დიეტები.

1. კლაუდია შიფერის დიეტა

კლაუდია შიფერი სილამაზისა და ქალურობის ეტალონია. ის არამხოლოდ პოპულარული მოდელი და მსახიობი, არამედ შესანიშნავი დედაა. კლაუდია ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, მაგრამ ხანდახან მიმართავს ექსპრეს-დიეტას. თუ მის რეკომენდაციებს მიჰყვებით, ძალიან მოკლე პერიოდში, 2-3 დღეში შეძლებთ წონაში 3-დან 5 კილოგრამამდე დაკლებას.

მენიუ

  • საუზმე: მოხარშული კვერცხი
  • სადილი: 150 გრ უცხიმო ხაჭო და უშაქრო მწვანე ჩაი
  • ვახშამი = სადილს

დღის განმავლობაში დალიეთ მინერალური წყალი, გამორიცხეთ ხილი და ბოსტნეული. ნუ გაახანგრძლივებთ დიეტის დროს, სხვაგვარად, იგი არასასურველი დატვირთვის მომცემი იქნება. იდეალური ფორმის მისაღწევად, გაიმეორეთ 1 თვეში, რათა კუჭი არ დაიზიანოთ.

2. 3-დღიანი დიეტა

კარგი საშუალებაა ორგანიზმის შლაკებისა და ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად.

პირველი დღე

დალიეთ ხილისა და ბოსტნეულის კოქტეილები. საერთო მოცულობა - 1,5 ლიტრი. დილით მოამზადეთ ჭარხლისა და სტაფილოს წვენი, შაქრის, მარილისა და ყოველგვარი სუნელის გარეშე. დღის განმავლობაში მოამზადეთ ხილისა და ბოსტნეულის მიქსი - ისინი შესანიშნავად ავსებს ერთმანეთს. ნუ დაივიწყებთ სუფთა წყალსა და მწვანე ჩაისაც.

მეორე დღე

1%-იანი კეფირი - 1,5 ლიტრი

უცხიმო ხაჭო - 500 გრ

დაყავით ეს პროდუქტები 5 ნაწილად. თითო მიღებაზე 100 გრ ხაჭო და 0,3 მლ კეფირი შეურიეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ 1 ჭიქა წყალი პატარა ყლუპებით. გაიმეორეთ იგივე ჭამის შემდეგაც, მაგრამ უმჯობესია, მწვანე ჩაით ჩაანაცვლოთ.

მესამე დღე

მიირთვით მეტი მწვანე ბოსტნეული, დაახლოებით 1,5 კგ: ნიახური, სალათის ფოთლები, მწვანილი. შეგიძლიათ სალათს ზეითუნის ზეთი დაუმატოთ.

3. ესტონური დიეტა

ყოველდღე მიირთმევთ გარკვეულ პროდუქტს, 6 დღის განმავლობაში იკლებთ 4-დან 6 კილოგრამამდე.

მენიუ

  • პირველი დღე - 6 მოხარშული კვერცხი
  • მეორე დღე - 500 გრ უცხიმო ხაჭო
  • მესამე დღე - 700 გრ ქათმის ფილე
  • მეოთხე დღე - 400 გრ მოხარშული ბრინჯი
  • მეხუთე დღე - 6 საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი
  • მეექვსე დღე - ვაშლი განუსაზღვრელი რაოდენობით.