კეფირისა და ჭარხლის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი, მაგრამ ძალიან ეფექტურია: ნაწლავების გაწმენდა, ტოქსინების გამოდევნა და წონაში კლება.
3-დღიანი დეტოქსი გეხმარებათ 4-დან 7 კილოგრამამდე ზედმეტი წონის მოცილებაში. შედეგი სხეულის აგებულებასა და წონაზეა დამოკიდებული.
კეფირი და ჭარხალი
ეს დიეტა საკმაოდ მწირ რაციონს გულისხმობს. 1 კგ მოხარშული ჭარხალი, 1,5 ლიტრი უცხიმო კეფირი, 1,5-2 ლიტრი წყალი - ეს გახლავთ პროდუქტების დღიური ნორმა. დიდი ოდენობით წყალი საჭიროა იმისთვის, რომ ორგანიზმი არ დასუსტდეს, რადგან შლაკებთან ერთად დიდი ოდენობით სითხეც გამოდის.
- მითითებული რაოდენობა 5-6 მიღებაზეა გათვლილი. შეგიძლიათ ჭარხალი და კეფირი დააბლენდეროთ და მიირთვათ კოქტეილის სახით.
3-დღიანი მკაცრი დიეტის შემდეგ რაციონში ჩართეთ მოხარშული ხორცი და თევზი (400 გრ დღეში, 3 მიღებად დაყოფილი). ასევე, მომდევნო 4 დღის განმავლობაში სასარგებლოა ვაშლისა და ციტრუსის მიღება. შედეგი კი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს.
ორგანიზმის მსგავსი გაწმენდა საკმაოდ რადიკალური ზომაა. ამიტომ, თუ ღვიძლის, კუჭის ან თირკმელების მუშაობაში დარღვევები გაქვთ, უმჯობესია, თავი შეიკავოთ.