მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ - Marao

მართლა ახდუნებს თუ არა ნახშირის აბები და როდის გამოვიყენოთ

2017-04-10 12:08:07+04:00

გახდომის მიზნით ბევრი ადამიანი ნახშირის აბებს იღებს.
მათ მიაჩნიათ, რომ უზმოზე ნახშირის დალევა წონის კლებას იწვევს. ამ მიზნით ისინი სხეულის თითოეულ 10 კილოგრამზე 1 აბ აქტივირებულ ნახშირს სვამენ. მაგალითად: თუ წონა არის 80 კილოგრამი, ყოველ დილით უზმოზე იღებენ 8 აბ ნახშირს, 70 კილოგრამზე 7 აბს და ა.შ. ამ მეთოდით მკურნალობას 10 დღე განაგრძობენ, ისვენებენ 2-3 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ.

რა ხდება სინამდვილეში, მართლა უწყობს თუ არა ხელს ეს მეთოდი წონაში დაკლებას?! სინამდვილეში ნახშირი არ არის წონის დასაკლები საშუალება. ის არის ადსორბენტი, შთანთქავს ორგანიზმში წარმოქმნილ გაზებსა და მავნე ნივთიერებებს და გამოჰყავს ორგანიზმიდან ტოქსინები. სწორედ ამ მიზნით შეიძლება აღნიშნული პრეპარატის გამოყენება.

ნახშირის ფარმაკოლოგიური თვისებები

ამცირებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან ტოქსიკური ნივთიერებების, მძიმე მეტალების მარილების, ალკალოიდებისა და გლიკოზიდების, სამკურნალო საშუალებების შეწოვას და უზრუნველყოფს ორგანიზმიდან მათ გამოყოფას.

როდის გამოვიყენოთ

დისპეფსია, კვებითი ინტოქსიკაციები, ალკალოიდებით და მძიმე მეტალების მარილებით მოწამვლა, მეტეორიზმი, რენტგენოლოგიური და ენდოსკოპური გამოკვლევების მომზადებისას გაზთა წარმოქმნის შემცირების მიზნით.

მიღების წესი და დოზირება

მეტეორიზმის და დისპეფსიის დროს მოზრდილებს უნიშნავენ 1-დან 3 ტაბლეტს 3-4-ჯერ დღეში.

მოწამვლის დროს პრეპარატი გამოიყენება პერორალურად 20-30 გ მიღებაზე წყალში შეწონილი სახით (1-2 ჭიქა წყალზე). აღნიშნული დოზით პრეპარატი მიიღება აგრეთვე კუჭის ამორეცხვის მიზნით.

მომატებული მჟავიანობისას 1-2 ტაბლეტი მიიღება 3-4-ჯერ დღეში. სწრაფი და გამოხატული ეფექტის მისაღწევად ტაბლეტები შეიძლება დაქუცმაცდეს და მიღებულ იქნას შეწონილი სახით წყალში გახსნილი (0,5 ჭიქა წყალზე).

გარდა ამისა, ინტოქსიკაციის დროს ტაბლეტები გამოიყენება შემდეგი ნარევის სახით: ტაბლეტის 2 წილს უნდა დავუმატოთ 1 წილი მაგნიუმის ჟანგი და ტანინი (1 ჭიქა თბილ წყალში უნდა გავხსნათ 2 სუფრის კოვზი შეწონილი ნარევი). გაგრძელება