აიშვარია რაის სილამაზეზე მთელ მსოფლიოში ლეგენდები დადის.
„მის მსოფლიოს“ ტიტულის მიღების შემდეგ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალის სახელს დღემდე ინარჩუნებს.
170 სმ სიმაღლის მქონე მსახიობი 55 კგ-ზე მეტს არასდროს იწონიდა, თუმცა ფეხმძიმობისას მან წონაში 25 კგ მოიმატა. მის დასაკლებად კი 2 წელი დასჭირდა.
1. დიეტა

43 წლის მსაიობის რაციონში შედის ინდური ოჯახისთვის დამახასიათებელი პროდუქტები - ბრინჯი, ბოსტნეული, თევზი და ზღვის პროდუქტები. დღის განმავლობაში იღებს 2 ლიტრამდე სუფთა წყალს და ინდურ ჩაის, განუსაზღვრელი რაოდენობით. ხილიდან დაშვებულია მხოლოდ ლიმონი, ასევე, ჩირი. დიეტის მთავარი საიდუმლო კი - კერი, კურკუმა და დარიჩინი გახლავთ. სწორედ ეს სანელებლები ეხმარება მეტაბოლიზმისა და ცხიმების წვის დაჩქარებაში.
2. სწორად ცხოვრების წესი

სწორი კვების გარდა, აიშვარია სწორად ცხოვრების წესს მისდევს. ის არ ეწევა, არ ეტანება ალკოჰოლს და ცდილობს, დღეში არანაკლებ 8 საათი ეძინოს. გაგრძელება