ეს დიეტა 2 კვირაში საოცნებო გოგონად გაქცევთ. მთავარი აქ ლიმონიანი წყლის სწორად დალევაა! - Marao

ეს დიეტა 2 კვირაში საოცნებო გოგონად გაქცევთ. მთავარი აქ ლიმონიანი წყლის სწორად დალევაა!

2018-10-08 11:12:11+04:00

ლიმონის წვენი შეიცავს მჟავებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, ასევე, დიდი ოდენობით ვიტამინს - ნატურალურ ძლიერ ანტიოქსიდანტს. მასზე დაფუძნებული დიეტა მარტივი და ეფექტურია. ლიმონის წვენი წყალში უნდა გაურიოთ და დილით, უზმოზე მიირთვათ.

დიეტის კურსი 2-კვირიანია. ეს გახლავთ ოპტიმალური დრო ორგანიზმის გასაწმენდად და მეტაბოლური პროცესების დასაჩქარებლად. მიჰყევით მოცემულ გეგმას:

პირველი დღე

შეურიეთ 1 ლიმონის წვენი ჭიქა წყალს და დალიეთ.

მეორე დღე

გააორმაგეთ პროპორციები და ორჯერ დალიეთ: დილით უზმოზე და მეორე საკვების მიღებამდე.

ყოველ მომდევნო დღეს უნდა გაზარდოთ ლიმონის ნორმა 1 ცალით და დამატებით ჭიქა წყალში გახსნათ. დაყავით ულუფებად.

მეშვიდე დღე

3 ლიმონის წვენი გახსენით 10 ჭიქა წყალში, დაამატეთ 1 ს.კ. თაფლი. დალიეთ მთელი დღის განმავლობაში.

მერვე დღე

6 ლიმონის წვენი გახსენით 6 ჭიქა წყალში.

მე-9-დან მე-13 დღის ჩათვლით შეამცირეთ ლიმონის დოზები თითო ცალით. ლიმონიანი და თაფლიანი წყალი - დეტოქს-პროგრამის შესანიშნავი გადაწყვეტაა.

მიაქციეთ ყურადღება შეგრძნებებს, თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ სასმლის მიღების შემდეგ და თვალყური ადევნეთ დროს: მიირთვით სასმელი ჭამამდე 1 საათით ადრე.

მიუგდეთ ყური ორგანიზმს და ჩაატარეთ ექსპერიმენტები. მაქსიმალური სარგებელი შესძინეთ მას და აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით შედეგებით!