თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ პრესი, მაგრამ თუ კუნთებს ცხიმის სქელი ფენა აკრავს, თქვენი მუცელი ვერ გახდება ბრტყელი და მკვრივი. როგორ მოვიქცეთ? მოდით, გავამხილოთ საიდუმლო.
იმისათვის, რომ მუცელი იყოს მკვრივი და დაჭიმული, საჭიროა ვარჯიში და კვების სწორი რეჟიმი.
რელიეფური პრესისთვის მნიშვნელოვანია:
1. კვება 2–3 სთ-ში ერთხელ, მცირე ულუფებით. დიდი პორციები ინსულინის დიდი დოზით გამოყოფის პროვოცირებას ახდენს, რაც ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების დაგროვებას.
2. ცილების, ცხიმისა და ნახშირწყლების სწორი პროპორციით მიღება. სამუშაო დღეებში: ცილა – 35%, ცხიმი – 15%, ნახშირწყლები – 50%.
დასვენების დღეებში: ცილა – 50%, ცხიმი– 20%, ნახშირწყლები – 30%.
3. დღის მანძილზე პროდუქტის რაციონის თანაბრად გადანაწილება. რთული ნახშირწყლები დღის პირველ ნახევარში მიიღეთ, ცილები – 15:00 სთ-ის შემდეგ.
4. გამორიცხეთ რაციონიდან ტრანსცხიმები (ნახევარფაბრიკატები, ფასტფუდი, ტკბილეული). მიიღეთ უჯრედისის შემცველი საკვები (მარცვლეულის პური და შვრიის ფანტელი, ბურღულეული, ხილი და ბოსტნეული). ნელ-ნელა შეამცირეთ მარილის მიღება.
5. დაისვენეთ და დაიმშვიდეთ ნერვები. მეტი იძინეთ, შეეცადეთ ჭამოთ ნელა და დიდხანს დაღეჭოთ ლუკმა. ისუნთქეთ ღრმად. სტრესი წონაში მომატებას უწყობს ხელს.