6 ეფექტური ვარჯიში "გალიფეს" წინააღმდეგ

6 ეფექტური ვარჯიში "გალიფეს" წინააღმდეგ
პრობლემური ზონის დასაძლევად ძალისმიერი ვარჯიშია საჭირო. ორგანიზმმა იმაზე მეტი კალორია უნდა დაწვას, ვიდრე იღებს.
დაიწყეთ 30-წუთიანი კარდიოდატვირთვა. გამოდგება სირბილი, აერობიკა, ველოსიპედი, სიარული, ცეკვა. ამ დროს აქტიურდება მეტაბოლიზმი და იწვება კალორიების მაქსიმუმი.

პირველი ვარჯიში. ჩაჯდომა წინ



დადექით სწორად, ხელები წელზე დაიდეთ. ერთი ფეხი წინ დადგით და ჩაბუქნეთ, ტანი სწორად გეჭიროთ. ოდნავ წინ გადაიხარეთ. გააკეთეთ 15-ჯერ თითო ფეხზე.

მეორე ვარჯიში. ბუქნი გვერდზე


დადექით სწორად, ფეხები მხრების სიგანეზე დადგით. გადადგით ერთი ფეხი გვერდზე და ოდნავ წინ გადაიხარეთ. გააკეთეთ ორივე
ფეხზე 15-ჯერ.

მესამე ვარჯიში. ფეხების აწევა



დადექით სწორად, ხელები წელზე. ერთი ფეხი გაშალეთ და ასწიეთ. დაჭიმეთ პრესის კუნთები. გააკეთეთ ორივე ფეხზე 25-30-ჯერ. 

მეოთხე ვარჯიში. ფართო ბუქნი



ფეხები მხრების სიგანეზე დადგით. ნელა ჩაბუქნეთ, ტერფები მუხლების პარალელურად უნდა გქონდეთ. გააკეთეთ 25-ჯერ. ბუქნში გაჩერდით 30 წამი.

მეხუთე ვარჯიში. ფეხების აწევა ხელებზე დაყრდნობით



დადექით იატაკზე "ოთხზე". ხელები იატაკს მიაბჯინეთ. ერთი ფეხი მოხარეთ და ასწიეთ. გააკეთეთ ორივე ფეხზე 15-ჯერ. აწევისას ფეხი 30 წამით დააყოვნეთ.

მეექვსე ვარჯიში. ფეხის აწევა დაწოლილ მდგომარეობაში


დაწექით ერთ გვერდზე. ერთი ფეხი მოხარეთ. მეორე გაშლილი მაღლა ასწიეთ. ნუ ასწევთ ძალიან მაღლა. ფეხი იატაკის პარალელურად უნდა იყოს. დააყოვნეთ ფეხი აწეულ მდგომარეობაში 30 წამი. გააკეთეთ ორივე ფეხზე 25-ჯერ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93